სამხედრო ჯართი შესაძლოა, უკრაინელი მეტალურგებისთვის ნედლეულის ღირებული წყარო გახდეს

სამხედრო ჯართი შესაძლოა, უკრაინელი მეტალურგებისთვის ნედლეულის ღირებული წყარო გახდეს

access_time2022-05-10 17:30:00

დიდი რაოდენობით სამხედრო ჯართი შესაძლოა, უკრაინელი მეტალურგებისთვის ნედლეულის ღირებული წყარო გახდეს. ამის შესახებ უკრაინის მეორადი ლითონის ასოციაციაში აცხადებენ, რასაც ადგილობრივი „ნოვოე ვრემია“ ავრცელებს.


ასოციაციის ექსპერტთა და სამეცნიერო საბჭომ, პარტნიორებთან ერთად, სამხედრო ტექნიკის უტილიზაციით მიღებული ჯართის პოტენციური მოცულობის გამოსათვლელად მეთოდოლოგია შეიმუშავა. კვლევებმა აჩვენა, რომ რუსებისთვის წართმეული ტექნიკის შესაძლო უტილიზაციის შედეგად, ლითონის ჯართის სტრუქტურა ფორმირდება ტანკებისგან (30% -მდე), ქვეითთა ​​ტრანსპორტირების ჯავშანტექნიკისგან (40% -მდე), სხვადასხვა დანიშნულების საავტომობილო ტრანსპორტისა (15% -მდე) და ავიაციის ჩათვლით კიდევ სხვა ტექნიკისგან (15%-მდე).


26 აპრილის მდგომარეობით, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში (სუმის, ჩერნიგოვოს, ნიკოლაევისა და სხვა ოლქებში) სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის დადასტურებული ჯამური მოცულობა, რომელიც შესაძლოა, ჯართის კატეგორიაში გადავიდეს, 18-20 ათას ტონად შეფასდა.


ჯართის ყველაზე გავრცელებული, თუმცა, ამავე დროს, „პრობლემური" ტიპი ჯავშანტექნიკის განადგურების შედეგად წარმოქმნილი მეტალია. ასეთი აღჭურვილობა 75-80%-ით მაღალი შენადნობის ფოლადის კლასისგან შედგება, რომელსაც წარმოებისა და დამუშავების საკუთარი სპეციფიკა აქვს. ომის დაწყებამდე უკრაინაში ასეთი ფოლადის ჯართი ერთ მეტალურგიულ საწარმოში ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების ქარხნებში შეზღუდული რაოდენობით მუშავდებოდა. ამჟამად ეს საწარმოები შეზღუდული ფორმატით ფუნქციონირებენ. შესაბამისად, ასეთი ჯართის საჭიროება მინიმალურია.



მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, განადგურებული ან დაზიანებული, მათ შორის მტრისთვის წართმეული სამხედრო ტექნიკა სახელმწიფო საკუთრებაა. მას თავდაცვის სამინისტრო ან უფლებამოსილი სტრუქტურები, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების სარემონტო დანაყოფები და „უკრობორონპრომის“ საწარმოები განკარგავენ. ასეთი ჯართის შემდგომი გამოყენება ან მისი გაყიდვაც სახელმწიფო დაწესებულებების კომპეტენციაში შედის.


ამასთან, უკრაინის ზოგიერთ რეგიონში სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციამ შემგროვებელ პუნქტებს სამხედრო ჯართის მიღება აუკრძალა, რადგან იმისთვის, რომ, მაგალითად, ტანკი, ჯავშანმანქანა ან თვითმფრინავი გაყიდვადი ლითონის ჯართი გახდეს, საჭიროა არაერთი ტექნოლოგიური ოპერაციის ჩატარება. ეს არის ექსპერტიზა ფეთქებადობაზე, გაწმენდაზე, შესანახ ადგილზე გადაადგილებაზე. ყველაფერ ამას, ასევე, შემოწმებას, დაცვას, დაჭრას, დაშლასა და დახარისხებას ხშირად უკრაინის შეიარაღებული ძალების სარემონტო-აღდგენითი განყოფილებების სპეციალური აღჭურვილობა სჭირდება.


ამასთან, უამრავი განადგურებული ტექნიკა დასახლებისგან მოშორებულ ადგილებში, მინდვრებსა და ტყეებში მდებარეობს, ამიტომ სექტორის ერთ-ერთი რთული მხარე ლოგისტიკაა. ამრიგად, ასეთი „მოსამზადებელი“ ოპერაციების ჯამური ღირებულება მაღალია და ხშირად შესაძლოა, ჯართის ღირებულებას აღემატებოდეს.


bpn.ge


თეგები:
ჯართი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up