„სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩნდება ჩანაწერი“ - გრიგოლ გიორგაძე

„სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩნდება ჩანაწერი“ - გრიგოლ გიორგაძე

access_time2023-03-01 16:00:50

სასულიერო პირი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ თავდაცვის კოდექსზე ისაუბრა. გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ უქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი „სასულიერო პირი“. მინისტრის მოადგილის განმარტებით, თავდაცვის კოდექსი ყველა მღვდელმსახურს ერთ სამართლებრივ სივრცეში აქცევს და დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია. „სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადების საფუძველი უქმდება და ჩნდება ალტერნატიულ შრომით სამსახურში ჩანაწერი „სასულიერო პირი“. ადამიანები, ვინც ამ სივრცეში იყვნენ, განურჩევლად რელიგიური კონფესიისა, იქნება ის მართლმადიდებელი, თუ სხვა, გადავადების საფუძვლით, ანუ ამ კონკრეტული კანონით ხდებოდა ადმინისტრირება და ახლა, მოხდება მათი ალტერნატიულ შრომით სამსახურში გადანაცვლება. არაფრის შეცვლა ამ კუთხით არ მომხდარა. ალტერნატიული შრომითი სამსახური დღესაც არსებობს და თუ ადამიანი აცხადებს, რომ რწმენის, ან სინდისის გამო ის უარს ამბობს მაგალითად, იარაღის ხელში აღებაზე, ის გაივლის ალტერნატიულ შრომით სამსახურს, რომლის ვადა ნაცვლად 18 თვისა დღეს არის 12 თვე და ეს შრომა არის ანაზღაურებადი.“ გრიგოლ გიორგაძემ ალტერნატიული სამსახურის რეზერვზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქმნება ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი. „ჩვენ გვაქვს ჯარის რეზერვი - რაც არის სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი. საომარი მდგომარეობის დროს ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი გამოიყენება ზურგის ოპერაციებისთვის. საომარ მდგომარეობაში მხოლოდ იარაღის გამოყენება არ არის აუცილებელი, ჯარს უამრავი სხვა ლოჯისტიკური მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც არ არის სამხედრო ფუნქციასთან დაკავშირებული. ჩვენ სამხედრო ჰოსპიტალი გვაქვს, სადაც უამრავი ადამიანის საჭიროება არის დღესაც, ეს გარკვეული ცოდნის შეძენასაც ნიშნავს და შესაძლებლობა გვექნება, ეს შეძენილი ცოდნაც გამოყენებული იქნას კრიზისულ სიტუაციებში სახელმწიფოს, ქვეყანას საჭიროებისამებრ“.

 

 

 


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up