სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში ძლიერი ხანძარია. საცხოვრებელი ათასამდე ადამიანმა დატოვა, - წერს BBC.
ესპანური მედიის ცნობით, 7 400-მდე ჰექტარი ტერიტორიაა დამწვარი. დაღუპულია სასწრაფო დახმარების ერთი თანამშრომელი.
მთიან რეგიონში, მეხანძრეების დასახმარებლად, ესპანეთის მთავრობამ სამხედრო ნაწილიც გაგზავნა.
imedinews.ge