წელს აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის მთლიან მოცულობას 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ამის შესახებ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აზერბაიჯან-თურქეთის II ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„2027 წლამდე ჩვენ ვგეგმავთ გაზის ექსპორტის გაზრდას სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით მინიმუმ ორჯერ. ამასთან დაკავშირებით, განიხილება TAP-ისა და TANAP-ის მილსადენების სიმძლავრის გაფართოების გეგმები. ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს“, - განაცხადა მან.
ნაჯაფმა აღნიშნა, რომ სოკარი გააგრძელებს ინვესტიციებს თურქეთის ეკონომიკაში.
„დღემდე სოკარმა თურქეთში 17,7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ მხრივ, აღსანიშნავია STAR ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, პეტროქიმიური კომპლექსი Petkim და TANAP“, - განაცხადა სოკარის პრეზიდენტმა.
trend.az