სამხრეთ იტალიაში პანდემიამ მაფიის აღზევება გამოიწვია

სამხრეთ იტალიაში პანდემიამ მაფიის აღზევება გამოიწვია

access_time2020-12-20 20:00:36

იტალიაში ყველამ იცის - თუ სადმე არ შეიძლება ავად გახდომა - ეს სამხრეთ რეგიონ კალაბრიაში. თუ რამე სერიოზული ხდება, კალაბრიელები სამკურნალოდ ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში ჩადიან.

 

ადგილობრივი ჯანდაცვის სავალალო მდგომარეობა როგორც ცხოვრების დაბალი დონით, ასევე კალაბრიული მაფიის „ნდრანგეტას“ უზარმაზარი გავლენით აიხსნება. ვითარებას ისიც არ ცვლის, რომ რეგიონის ჯანდაცვის სისტემას რომიდან გამოგზავნილი სპეცწარმომადგენელი მართავს რადგანაც, არც ერთი ადგილობრივი სპეციალისტის ნდობა არ შეიძლება.

 

ჯერ კიდევ მარტ-აპრილში, პანდემიის დასაწყისში, როდესაც კორონავირუსი ჩრდილოეთ იტალიაში ბობოქრობდა, ყველას ეშინოდა, რომ ინფექცია სამხრეთ რეგიონებსაც გადაედებოდა და ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა.

 

თუმცა, უმკაცრესი ლოკდაუნის ფასად, ღარიბი, მოუწესრიგებელი და კორუმპირებული სამხრეთი  - სიცილია, ნეაპოლი და კალაბრია - მასშტაბურ აფეთქებს გადაურჩა. მაგრამ ისინი მეორე ტალღასაც სრულიად მოუმზადებლები დახვდნენ.

 

კალაბრიის მხარის პროკურორის ნიკოლა გრატერის თქმით, კალაბრიული მაფია „ნდრანგეტა“ ჯანდაცვის და სამედიცინო აღჭურვილობის და წამლების შესყიდვის სისტემებში შეღწევას ცდილობს.

 

ისინი სხვადასხვა თანამდეობებზე გამოცხადებულ კონკურსებში ერევიანთავიან ახლობლებს და ნათესავებს სამსახურებში აწყობენ. ასევე ისინი ბიზნესის საქმეებში ერევიან. ეს პირველ  რიგში მცირე და საშუალო ბიზნესს ეხება, რომელიც პანდემიის გამო უშემოსავლოდ დარჩა. მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები ყველა ბიზნესს არ ეყოფა, თანაც, გამოყოფილი თანხები დიდი დაგვიანებით მოდის. ამ დროს გადამრჩენის როლში ნდრანგეტა გამოდის, რომელიც გაჭირვებაში მყოფ მეწარმეს სესხს აძლევს - ამბობს ის.


 

მაფიას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს სახელმწიფოსთან შედარებით - ის თავისუფალია მთავრობისთვის აუცილებელი ბიუროკრატიული პროცედურებისგან. შედეგად, რაც უფრო მეტად აგვიანებს სახელმწიფო, მით უფრო მეტი ბიზნესი ნდრანგეტას კონტროლს ქვეშ გადადის.

 

როგორც წესი, ეს სამევახშეო სესხს წააგავს - პროცენტი ძალიან მაღალია და ვალის დაბრუნება სულ უფრო და უფრო რთულდება,  საბოლოოდ კი ეს ექსპერიმენტი გაკოტრებით სრულდება. ამ დროს კომპანია ფორმალურად პატრონის მფლობელობაში რჩება, თუმცარეალურად ბიზნესი უკვე მაფიას ეკუთვნის. ასეთი რამ ადრეც ხშირად ხდებოდა, თუმცა, დღეს ეს მოვლენა გაცილებით უფრო მასშტაბური და მასობრივი გახდა, ვიდრე 2019 წელს“ - ამბობს კალაბრიის პროკურორი.

კიდევ ერთი პრობლემაა -  თვითდასაქმებულები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარების გარეშე დარჩნენ. მათ დიდ ნაწილს დახმარების მიღება მაფიისგან მოუწია.

 

თუ სახელმწიფო ამ ადამიანებს არ უპატრონებს, ამას მაფია გააკეთებს და ისინი განგსტერების მოვალეები გახდებიან. ნდგრანგეტას კი ძალიან კარგად შეუძლია მევალეების დამორჩილება და გამოყენება - ამბობს ნიკოლა გრატერი.

 

მაფიოზებისთვის ასევე სარფიანი ბიზნესია ევროკავშირის ფონდებიდან იტალიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების ათვისება.

 

რა თქმა უნდა, ნდრანგეტა ამ ფულს ავტომატურად და პირდაპირ ვერ მიიღებს, თუმცა, მაფია ამ თანხების განაწილებაში და ათვისებაში აქტიურად მონაწილეობს - მაღალჩინოსნების მოსყიდვით, ტენდერებში მათ მიერ დაარსებული კომპანიების მონაწილეობით, პირდაპირი თაღლითობით, და სხვა სქემებით. საბოლოო ჯამში, მაფია იტალიაში ერთად -ერთი სტრუქტურა იქნება, რომელიც პანდემიიდან გაძლიერებული გამოვა - მიიჩნევს პროკურორი.

 

 

kommersant.ru

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ


თეგები:
იტალია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up