პირველად ექვსი წლის განმავლობაში, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს 2022 წლის თავდაცვის თეთრ წიგნში „მტერი“ უწოდა, ამის შესახებ Yonhap-ი იუწყება.
„იმის გამო, რომ ჩრდილოეთმა, 2022 წლის დეკემბერში მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე, დაგვახასიათა, როგორც მტრები, წარმოადგენს სამხედრო საფრთხეს და უარს არ ამბობს ბირთვულ პროგრამაზე, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი და სამხედროები ჩვენი მტრები არიან“, - ციტირებს სააგენტოს დოკუმენტს.
იაპონია თეთრ წიგნში 2018 წლის შემდეგ პირველადაა მოხსენიებული, როგორც „ახლო მეზობელი".
„კორეის რესპუბლიკა და იაპონია იზიარებენ ღირებულებებს და იაპონია ახლო მეზობელი ქვეყანაა, რომელთანაც კორეამ უნდა ითანამშრომლოს სამომავლო ურთიერთობების დასამყარებლად, რომელიც საერთო ინტერესებს ემსახურება “, - ნათქვამია დოკუმენტში.