სამხრეთ კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიამ (KFTC) აშშ-ში დაფუძნებული Google, რომელიც არის Alphabet Inc.-ის ნაწილი, 42,1 მილიარდი ვონით (32 მილიონი დოლარი) დააჯარიმა. მიზეზად, მობილური აპლიკაციების ბაზრიდან, სამხრეთ კორეული პლატფორმა One Store Co-ის განდევნის მცდელობა სახელდება. ამის შესახებ Bloomberg-ი, მარეგულირებლის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება.
Google-მა სთხოვა სამხრეთ კორეელ დეველოპერებს, მათ შორის NCSoft-სა და Netmarble-ს, ისევე როგორც ჩინურ კომპანიებს, გამოუშვან ახალი თამაშები ექსკლუზიურად Play Store-ის მეშვეობით საზღვარგარეთ პრომოუშენისა და შემდგომი მხარდაჭერის სანაცვლოდ, ნათქვამია მოხსენებაში.
თამაშების განთავსება Google-ზე განთავსება განიხილებოდა, როგორც სამხრეთ კორეის კომპანიების საზღვარგარეთ გაფართოების წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, აცხადებს სამხრეთ კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისია (KFTC). Google უარყოფს რაიმე შეღავათების შეთავაზებას დეველოპერებისთვის, რომლებიც თამაშებს მხოლოდ მისი მაღაზიის საშუალებით ავრცელებენ.
ამერიკული კომპანია სამხრეთ კორეაში მობილური აპლიკაციების ბაზრის დაახლოებით სამ მეოთხედს აკონტროლებს.