სატვირთო გემი, რომელზეც ეკიპაჟის 22 წევრი იმყოფებოდა, სამხრეთ კორეის კუნძულ ჯეჯუს სანაპიროსთან ჩაიძირა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.
ჰონგ კონგში დარეგისტრირებული გემი Jin Tian-ი, რომელსაც ხე-ტყე გადაჰქონდა, ქალაქ სეოგვიპოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 148,2 კილომეტრში, კუნძულ ჯეჯუზე ოთხშაბათს ღამით ჩაიძირა.
ბორტზე ეკიპაჟის 22 წევრი - ჩინეთის 14 და მიანმის 8 მოქალაქე იმყოფებოდა.
სანაპირო დაცვის ცნობით, ეკიპაჟის ორი წევრი გადაარჩინეს, დანარჩენების ძებნა გრძელდება.