სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რუსული ღვინის საექსპორტო ბაზრებს შორის მეორე ადგილზეა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რუსული ღვინის საექსპორტო ბაზრებს შორის მეორე ადგილზეა

access_time2022-07-20 19:00:52

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა რუსული ღვინის საექსპორტო ბაზრებს შორის მეორე ადგილზეა და ჩინეთს უსწრებს. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთნ არსებული სახელმწიფო შესყიდვების ცენტრის, „აგროექსპორტის“ გასული წლის მონაცემებში წერია, რასაც РБК ავრცელებს.


უწყების ცნობით, გასულ წელს რუსული ყურძნის ღვინის ექსპორტი, 2020 წელთან შედარებით, ნატურალურად 25%-ით, 642,1 ათას დეკალიტრამდე (1 dal=10 ლიტრს), ხოლო ფინანსურად 34%-ით, 13,3 მლნ დოლარამდე გაიზარდა.


გაყიდვების ძირითად ბაზრებად „აგროექსპორტი“ მეზობელ ქვეყნებს ასახელებს, რომელთა წილმაც, ფინანსური თვალსაზრისით, მიწოდების 67% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რუსული ღვინის მთავარი მყიდველი უკრაინა იყო, ვისთანაც ამჟამად სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ეწევა. უკრაინაში გასულ წელს რუსეთმა 322 ათასი დეკალიტრი, ანუ 5,1 მლნ დოლარის ღვინო გაყიდა, მეორე ადგილზე სეპარატისტული „სამხრეთ ოსეთი“ სახელდება, სადაც 52 ათასი დეკალიტრი, 1,6 მლნ დოლარის რუსული ღვინო გაიყიდა, მესამეზე კი ჩინეთია, 61 ათასი დეკალიტრ მოცულობითა და 1,2 მლნ დოლარის გაყიდვებით.



როცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბაზარი ჩინეთს უსწრებს, გამოდის, რომ რუსულ ღვინოს ექსპორტში ჩავარდნა ომამდეც ჰქონდა. წელს, მითუმეტეს, სანქციების ფონზე, რუსული ღვინის ექსპორტი, თითქმის გაჩერებულია და შედარებით მეტი მოცულობა კვლავ სეპარატისტულ რეგიონებში, ოღონდ, ამჯერად ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში შედის. „აგროექსპორტის“ მონაცემებით, წელს ცქრიალა ღვინის გაყიდვები უცხოურ ბაზრებზე მხოლოდ რამდენიმე მილიონ ლიტრს შეადგენს, რაც წარმოების მთლიანი მოცულობის, დაახლოებით, 1,5%-ია.


აქედან მიწოდების ნახევარი ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წილია. ამასთან, სანქციებით გამოწვეული იმპორტის შემცირების გამო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო იძლებულია, ექსპორტის ნაცვლად, პრიორიტეტად შიდა ბაზრის დაკმაყოფილება გამოაცხადოს. უწყების წყაროს ცნობით, რუსეთში წარმოებული ყურძენი ღვინის ბაზრის მხოლოდ 50%-ს აკმაყოფილებს, დანარჩენს კი სანქციებამდე იმპორტირებული მზა პროდუქტი შეადგენდა. დღეს, როცა იმპორტირებული ღვინო აღარ არის საკმარისი, სამინისტრო ყველა რესურსს რუსების შიდა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მიმართავს.


„რა გვეექსპორტება?! არავინ იფიქროს, რომ ჩვენი ღვინით ჩინეთსა და აფრიკას „დავტბორავთ“. ეს გრძელი პროცესია, რაც შესაძლოა, ათწლეულობით გაგრძელდეს. ჩვენს ღვინოს ჩინეთსა და აფრიკაში არავინ ელოდება. მაგალითად, ჩინეთში მისი მოხმარება უკვე ხუთი წელია, მცირდება და ღვინისადმი ინტერესის პიკი ქვეყანაში უკვე გადავიდა, ხოლო აფრიკა დასავლურმა სამყარომ ლუდის კონტინენტად აქცია“, - აცხადებს ალკოჰოლის ფედერალური და რეგიონული ბაზრების კვლევის ცენტრის დირექტორი, ვადიმ დრობიზი.


ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რუსული ღვინის ექსპორტის განვითარებისთვის გამოსავლად მხოლოდ კონკურსის გამოცხადებას მიიჩნევს. ცენტრ „აგროექსპორტის“ კონტრაქტორმა, რომელიც კონკურსით უნდა გამოვლინდეს, ღვინის პროდუქტების უცხოური ბაზარი უნდა შეისწავლოს და ექსპორტისთვის სამიზნე ქვეყნები განსაზღვროს. კონკურსში გამარჯვებული 5 აგვისტოს გამოვლინდება, რომელსაც დოკუმენტზე სამუშაოდ 120 დღე ექნება. სამუშაოს შესრულებისთვის, უწყება მას სასტარტო თანხად 36 მლნ რუბლს (652 185 დოლარს) სთავაზობს.

წყარო: bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up