bbc-ის ცნობით სამხრეთ თურქეთში, სირიის საზღვართან ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა და ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. გამოცემა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ, ფუატ ოქტაის განცხადებაზე დაყრდნობით წერს , რომ მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანია დაშავებული.
თურქული მედიის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ჰათაის პროვინციაში ადგილობრივი დროით 20:04 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი დეფნეს მუნიციპალიტეტში იყო. სამი წუთის ინტერვალით ამავე პროვინციაში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.