„სანამ გაქირავების ფასი არ დაკორექტირდება, გასაყიდი ბინების ფასის  ზრდა გაგრძელდება“ -  TBC Capital

„სანამ გაქირავების ფასი არ დაკორექტირდება, გასაყიდი ბინების ფასის ზრდა გაგრძელდება“ - TBC Capital

access_time2022-11-30 18:00:27

რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე და რა ტენდენციებით გამორჩეოდა 2022 წელი, ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ TBC  Capital - ის  უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა გიორგი მჟავანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ოქტომბერი დადებითი ტენდენციებით გამოირჩეოდა და წინა წლის ანალოგურ  პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციები  ანუ ბინების გაყიდვები 34% - ით არის გაზრდილი. რაც შეეხება გასაყიდ  ფასს, გიორგი მჟავანაძის თქმით, ბინების გასაყიდი ფასების წლიური მაჩვენებელი 28% - ით  არის გაზრდილი, ხოლო ბინების გაქირავების მაჩვენებელში  120% - იანი ზრდა  შეინიშნება.


„ჩვენ, ჩვენი პროგნოზით ვვარაუდობთ, რომ ფასების ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება  და ბოლოსთვის  დასტაბილურება, ხოლო 2024 წლიდან ბაზარზე კლების მიმართულებით გარკვეული კორექცია იქნება, ამიტომ  ნებისმიერი  ინვესტორმა,  რომელიც ინვესტიციებს ამ  სექტორში ახორციელებს, ეს უნდა გაითვალისწინოს.


რაც შეეხება ზრდას, როგორც  ქირა, ისე  გაყიდვა, ერთმანეთთან  მიბმულია, ჩვენ წელს ველოდებით, რომ ფასები წინა  წელთან  შედარებით საშუალოდ 15% - ით  გაიზრდება და 2023  წელს კიდევ  დამატებით 18% - იანი  ზრდა  გვექნება,  თუმცა ქირის  ფასში ბევრად უფრო მაღალი ზრდაა.


როდესაც ქირა ასე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, სწორედ ეს იწვევს უძრავი ქონების მომგებიანობის ზრდას, ანუ ბინების შეძენა ბუნებრივად უფრო შემოსავლიანი ხდება, რაც გაყიდვის კუთხით მოთხოვნას ზრდის.  სანამ გაქირავების ფასი არ დაკორექტირდება, გასაყიდი ბინების ფასის ზრდა გაგრძელდება“, - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ.



მჟავანაძის თქმით,  ბინებზე  ფასი  ყველა უბანში იზრდება.  რაც  შეეხება  ბინების გაქირავებას, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ ოქტომბერში გასაქირავებელი ბინის ფასი გაიზარდა ყველა უბანში, გარდა მთაწმინდისა.

 

„რაც შეეხება მეორად  და ახალ  აშენებულ  ბინებს, დღეის მდგომარეობით, მოთხოვნა  ბევრად უფრო  მაღალია  მეორად ფართებზე,  ისტორიულად  ბაზარზე  მეორადი  უძრავი  ქონების  წილი 70%  - ია , ეს  ტენდენცია წელსაც  გაგრძელდა და კიდევ  უფრო  გამძაფრდა, რადგან ქირაზე მოთხოვნა ძალიან დიდია“, - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ.


მჟავანაძემ ახალი ბინების  ფასებზეც  ისაუბრა და განმარტა, რომ  სამშენებლო მასალების ფასები საკმაოდ  გაზრდილია და ეს ტენდენცია მხოლოდ  ომის  ეფექტი არ არის. მისი თქმით,  სამშენებლო მასალაზე ფასების ზრდა 2019 წლიდან დაიწყო და მას  შემდეგ დაახლოებით 50%-ით არის გაძვირებული, რაც მთლიან ბაზარზე ახდენს ზეგავლენას.

 

„ჩვენ  ვხედავთ,  რომ  ეს  ტენდენცია  და  სამშენებლო  მასალების ფასის ზრდა,  არა  მხოლოდ  ახალ  ბინებს, არამედ  ძველ  აშენებულ  ბინებსაც ეხება. ჩვენ  როდესაც  ვაკვირდებით  ფასების  ცვლილებას,  აქ  დაახლოებით  ერთნაირი  ტენდენცია  შეინიშნება, თუმცა გამომდინარე  იქიდან, რომ მეორად ბინებზე წლიურ ჭრილში მოთხოვნა უფრო გაზრდილია, ფასებიც  შესაბამისად სწორედ ამ ბინებზეა  გაზრდილი,“ - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ,.

 


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up