სანამ მიწოდების ალტერნატიული გლობალური ჯაჭვები არ შეიქმნება ინფლაცია დარჩება მაღალი - ლადო პაპავა

სანამ მიწოდების ალტერნატიული გლობალური ჯაჭვები არ შეიქმნება ინფლაცია დარჩება მაღალი - ლადო პაპავა

access_time2022-11-07 12:00:00

რა უნდა გაკეთდეს ინფლაციის ტემპის მინიმიზაციისთვის? აკადემიკოსი ლადო პაპავა აცხადებს, რომ ინფლაციის ტემპის დასტაბილურება მთლიანად მიწოდების ჯაჭვების აღდგენაზეა დამოკიდებული.


„ის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა ეს არის ჩვენი ქვეყნის ლოკალური ეფექტი, ხოლო ის, რომ ინფლაციაა მაღალი ეს არის გლობალური მიზეზებით განპირობებული. ინფლაციის ზრდა გამოიწვია ჯერ კიდევ კოვიდ პანდემიის დროს მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევამ. შემცირდა მიწოდება გაიზარდა ფასები. ეს მოხდა მთელს მსოფლიოში. ამიტომ 2020 წელს მაღალი ინფლაცია იყო და 2021 წელს კიდევ უფრო მაღალი ინფლაცია. ახლა ამ გლობალური ჯაჭვების ახალი წყვეტა მოხდა, იმიტომ რომ ეს მიწოდების ჯაჭვები, რომელიც რუსეთზე გადიოდა, ბელარუსზე გადიოდა, უკრაინაზე გადიოდა ყველა გაჩერებულია. ამან გამოიწვია კიდევ უფრო ინფლაციის მატება. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთი იყენებს ისეთ ბერკეტებს როგორიცაა ენერგეტიკა, როგორიცაა სურსათი. შემთხვევით არ გაჩნდა ისეთი ტერმინები როგორიცაა „ნავთობის ომის“, „სასურსათო ომი“, განაცხადა გადაცემაში „ბიზნესი რისთავი 2-ზე“ ლადო პაპავამ.


მისივე განმარტებით, რუსეთმა გააძვირა თავისი ხორბალი, მთელი რიგი ქვეყნების მიმართულებით ექსპორტი აკრძალა.



„ბუნებრივია ეს ფასებზე აისახება. იგივე ინსტრუმენტებით ცდილობს ნავთობის ომის წარმართვასაც. ცხადია ნავთობის ომის ქვეშ მარტო ნავთობი არ იგულისხმება, გაზიც შედის. ასე, რომ ამ ვითარებაში, ინფლაციამ მიიღო გლობალური ხასიათი და ამას სტატისტიკაც ადასტურებს. აშშ-დან დაწყებული მთელს მსოფლიოში, ჩვენს სამეზობლოში ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველაზე მაღალი ინფლაცია თურქეთში ფიქსირდება. რაც შეეხება უკრაინას და რუსეთს იქ, რომ მაღალი ინფლაცია იყოს გასაკვირი არაა, საომარი მოქმედებებია. თუმცა მაღალია ინფლაცია სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც. ეს გლობალური პრობლემაა.


ეკონომიკური ზრდის მიღწევა ჩვენს მთავრობაზე უშუალოდაა დამოკიდებული, რასაც ფაქტია, რომ წარმატებით ახერხებს. ინფლაცია გლობალურია, სანამ მიწოდების გლობალური ალტერნატიული ჯაჭვები არ შეიქმნება ინფლაცია დარჩება მაღალი“, აცხადებს ლადო პაპავა.


2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.3 პროცენტით განისაზღვრა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up