“სანამ ქალაქის მერი ვარ, არასდროს დავუშვებთ უკანონო მშენებლობას“ - კახა კალაძე

“სანამ ქალაქის მერი ვარ, არასდროს დავუშვებთ უკანონო მშენებლობას“ - კახა კალაძე

access_time2022-04-18 14:58:41

“ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით, პირადად მე  ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგალითოდ  დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები“, -  ამის  შესახებ  თბილისის  მერმა კახა  კალაძემ თბილისი  მუნიციპალიტეტის ორშაბათის სხდომაზე განაცხადა, რითაც  სამშენებლო კომპანია “მონუმენტმშენის“ მიერ  უკანონო მშენებლობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, არის  შემთხვევები, როდესაც თბილისში  კონკრეტულ ადგილებში და  კონკრეტულ  უბნებში დღესაც  ხვდება  უკანონო  მშენებლობებს და  ეს  კატეგორიულად  მიუღებელია.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


“სანამ მე  ამ  ქალაქის მერი ვარ, სანამ  ვხელმძღვანელობ  თბილისი  მთავრობას ჩემ თანამშრომლებთან ერთად, არასდროს დავუშვებთ  უკანონო მშენებლობას და  არასდროს  არ  დავუხრით  თავს  არც ერთ ასეთ  ფაქტს, რომელიც იქნება გამოვლენილი.


 

გვაქვს  კონკრეტული შემთხვევა,  ისტორიულ უბანში, კერძოდ  ამაღლების  ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი მშენებლობის  დროს  გამოვლინდა  უკანონოდ  სართულის  დაშენება. სამუშაოს  აწარმოებს  კომპანია „მონუმენტმშენი“.  როცა  ასეთ  გადაწყვეტილებას  იღებ და  უკანონო  ამახინჯებ პროექტს, რომელიც  შეთანხმებულია და ერთ  სართულს  კიდევ  ამატებ, არ  მინდა ვინმემ  იფიქროს,  რომ ვიღაც  ამას  გაუტარებს, ამას  მოჰყვება  მკაცრი რეაგირება და  შეიძლება  ეს  იყოს  ყველასთვის  საჩვენებელი,  თუ  არსებული კომპანია  ძალიან  მალე  არ  მოაწესრიგებს არსებულ  მშენებლობას. ეს  არის სისხლის  სამართლის დანაშაული და ბოლომდე  ჩავყვები, მე ვიქნები დაინტერესებული, რომ ეს  კომპანია და  კონკრეტული ადამიანები  სამაგალითოდ დაისაჯოს, თუ  ეს  შენობა  არ იქნება  მოყვანილი შესაბამისობაში“, -  განაცხადა კახა  კალაძემ.


„არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა, რომ ჩვენი ერთ-ერთი დაპირება სწორედ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება იყო. არავის გვსიამოვნებს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ქალაქში, თუ როგორ დაამახინჯეს კონკრეტული არეალები კონკრეტულ რაიონებში. ამის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ასეთ ფაქტებზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. ჩვენ გასულ წელს გამოვაცხადეთ ამნისტია. ასე ვთქვათ მასშტაბური პატიება, რადგან შეუძლებელი იყო ამ დარღვევების გამოსწორება და უკანონოდ აშენებული ფართებიდან ხალხის გამოსახლება. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოს პარლამენტთან ერთად, ამავე დროს დავაწესეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომ მოგვეხდინა ასეთი დარღვევების პრევენცია. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ კომპანიას, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს არსებული სივრცის დემონტაჟი და მშენებლობა მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up