ჰოლივუდის მსახიობი სანდრა ბულოკი თავის ავოკადოს ფერმას ყიდის, იუწყება The New York Post. თითქმის 37 ჰექტარი ფართობის რანჩო მყიდველს 6 მილიონი დოლარი დაუჯდება.
ტერიტორიაზე განთავსებულია სმარტ სახლის სისტემით აღჭურვილი სასახლე ექვსი შიდა და სამი გარე ბუხრით. სახლს ასევე აქვს ოთხი საძინებელი სველი წერტილებით, მარილიანი წყლის აუზი, სპა და სამზარეულო კომბინირებული სასადილო ოთახი.
ეზოში არის შადრევანი. მყიდველს ასევე ექნება გარე საცურაო აუზი.
მამულში, რომლის გასწვრივ სასეირნო ბილიკებია გაშლილი, იზრდება ზეთისხილის ხეები და ციტრუსები. პლუს - 1200 ჰა ავოკადოს ხის პლანტაცია.
ფერმა მდებარეობს მთიან მხარეში სან დიეგოს მახლობლად, კალიფორნიაში.
ვარაუდობენ, რომ სანდრა ბულოკი იშორებს უძრავ ქონებას შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე, რათა აღმოსავლეთში გადავიდეს. 2018 წელს მან გასაყიდად უკვე გამოიტანა სახლი ჰოლივუდ ჰილზში გასაყიდად, ხოლო 2022 წელს მან დაიწყო მყიდველის ძებნა დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე ბინაში.