სანებართვო საქმიანობის სახეები ონლაინ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ახლებურად დარეგულირდება

სანებართვო საქმიანობის სახეები ონლაინ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებაზე ახლებურად დარეგულირდება

access_time2022-11-30 21:00:16

ევროპასთან ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.


საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დაარეგულირებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, დაადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებსა და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებზე. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად:


ონლაინ თამაშობები დაშვებული იქნება ცალკე/დამოუკიდებელი ნებართვის საფუძველზე;


შემოდის ახალი ნებართვების სახეობები: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.


კანონპროექტის თანახმად, ონლაინ თამაშობების ნებართვა გაიცემა იმ პირებზე, ვინც ფლობს შესაბამისი თამაშობის ფიზიკურად მოწყობის ნებართვას. კერძოდ:


სამორინეს ნებართვის მფლობელზე გაიცემა ონლაინ სამორინეს ორგანიზების ნებართვა;


სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მფლობელზე გაიცემა ონლაინ სათამაშო აპარატების ორგანიზების ნებართვა;
ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელზე გაიცემა ონლაინ ტოტალიზატორის ორგანიზების ნებართვა.



ცვლილებებით, ონლაინ სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მოქმედების ვადა დამოკიდებული იქნება შესაბამისი ფიზიკური ობიექტის ნებართვის ვადაზე.


წესდება საჯარიმო სანქციები ამ საქმიანობების სანებართვო პირობების და წლიური მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე, კერძოდ: სანებართვო პირობების დარღვევისთვის - 50 000 ლარი და მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის - 20 000 ლარი.


კანონპროექტით იკრძალება საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.


აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები, რომლებიც ცვლილებების ამოქმედებამდე ახორციელებენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების მოწყობას, ვალდებულნი იქნებიან 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ შესაბამისი ნებართვების შეცვლილ/დამატებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობმა პირმა 2023 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის გათვალისწინებული ნებართვის აღება.


საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად.


კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up