საქართველოში სანელებლების ექსპორტი იმპორტს 12-ჯერ აღემატება. კერძოდ, 2022 წლის 9 თვეში ქვეყნიდან 8.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (3,937 ტონა) სანელებლების ექსპორტი განხორციელდა. ხოლო 699 ათასი აშშ დოლარის (341 ტონა) შემოვიდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი საქართველომ 8.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (4,006 ტონა) სანელებლები გაიტანა და 706 ათასი აშშ დოლარის (449 ტონა) პროდუქტი შემოიტანა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს:
5 ქვეყანა , სადაც 2022 წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი კოჭა, ზაფრანა,ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები გაიყიდა:
ჩინეთი - 3.8 მლნ აშშ დოლარის 1,829 ტონა
რუსეთი - 2.9 მლნ აშშ დოლარის 1,108 ტონა
უკრაინა - 766 ათასი აშშ დოლარის 426.5 ტონა
აშშ - 284 ათასი აშშ დოლარის 60.5 ტონა
ყაზახეთი - 143 ათასი აშშ დოლარის 86 ტონა
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე დიდი ოდენობით სანელებლები შემოვიდა:
ნიდერლანდები - 208.8 ათასი აშშ დოლარის 117.1 ტონა
თურქეთი - 144.3 ათასი აშშ დოლარის 68.9 ტონა
ინდოეთი - 117.4 ათასი აშშ დოლარის 80.5 ტონა
რუსეთი - 76.6 ათასი აშშ დოლარის 23.2 ტონა
ეგვიპტე - 49.1 ათასი აშშ დოლარის 27.7 ტონა