გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია სრულდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„პროექტის ბოლო ეტაპზე, ახლადმოწყობილი სანიაღვრე ქსელი ხიზანიშვილის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ სანიაღვრე ქსელს დაუკავშირდება.
ქსელების დაერთების სამუშაოების გამო, 10-დან 13 დეკემბრის ჩათვლით, ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკის მიმდებარედ, ტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.