სანქციები „აბრეშუმის გზის“ რუსეთის მიმართულებას დააზარალებს, საქართველოს შანსი უჩნდება – The Wall Street Journal

სანქციები „აბრეშუმის გზის“ რუსეთის მიმართულებას დააზარალებს, საქართველოს შანსი უჩნდება – The Wall Street Journal

access_time2022-04-05 11:30:00

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები პრობლემებს უქმნის ჩინეთის პროექტს, რომელიც ევროპაში ტვირთების სახმელეთო გადაზიდვებს გულისხმობს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.


გამოცემა ამ პრობლემას „$4–ტრილიონიან წარუმატებლობას“ უწოდებს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს რუსეთის ტერიტორიის გავლით სატრანზიტო იმპორტზე სანქციები არ დაუწესებია, რუსეთზე სარკინიგზო გადაზიდვები პრაქტიკულად გაყინულია, წერს გამოცემა ექსპორტიორი კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით.



რუსეთი ჩინური პროექტის „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ძირითადი ნაწილია, ამ ქვეყანაზე გადის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც დიდ ბრიტანეთამდე აღწევს.


„რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩინეთის ამბიციას ევროპაში ექსპორტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც წარუმატებლობად აღიქმება ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის $4–ტრილიონიანი ძალისხმევისათვის“, – წერს The Wall Street Journal.


დღეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ზოგიერთი ექსპორტიორი კომპანია რუსეთის ალტერნატიულ შესაძლებლობებს ყაზახეთისა და საქართველოს დერეფნებში ეძებს. ასევე, ბევრმა ევროპულმა და ჩინურმა კომპანიამ თავისი ტვირთები საზღვაო ტრანსპორტზე გადაამისამართა.


„აბრეშუმის გზაზე“ ტვირთბრუნვა 2021 წელს 24%–ით გაიზარდა. ეს ცვლილება პანდემიას უკავშირდებოდა, როდესაც ბევრი პორტი დაიხურა და სახმელეთო ტრანსპორტის მნიშვნელობა გაიზარდა. ასევე, ამ პროექტში ჩინეთი ბევრ ინვესტიციას ახორციელებდა როგორც რუსეთში, ისე ბელარუსში. თავის მხრივ, ამანაც შეუწყო ხელი ხმელეთზე მოძრაობის ზრდას.


დღეს კი, ჟურნალის ცნობით, ბევრი ლოგისტიკური კომპანია ამბობს უარს რუსეთთან თანამშრომლობაზე. თანაც, გერმანიის დუისბურგის პორტმა, რომელიც აბრეშუმის გზის კვანძია, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საზღვაო დამზღვევები, დიდი ალბათობით, უარს იტყვიან რუსეთიდან და ბელარუსიდან შესული ტვირთების დაზღვევაზე.


პორტში იმასაც აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან კიდევ შედის ტვირთი, მაგრამ ამ ნაკადის შემცირებას ელიან.


მთლიანობაში, რუსეთ–უკრაინის ომის ჭრილში საკმაოდ საინტერესო ცვლილებები იკვეთება ჩინეთის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ პროექტში, რაც მის ექსპორტს დამოკიდებულს გახდის დასავლეთის საზღვაო სახელმწიფოებზე, როგორებიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up