სანქციების ეფექტი - ემუქრება თუ არა რუსეთს დეფოლტი

სანქციების ეფექტი - ემუქრება თუ არა რუსეთს დეფოლტი

access_time2022-03-11 14:00:00

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია აცხადებს, რომ რუსეთი SWIFT-დან მთლიანად არ არის გათიშული, იმის მიუხედავად, რომ 2014 წელთან შედარებით უფრო რადიკალური გადაწყვეტილებებია მიღებული, კერძოდ 7 ყველაზე მნიშვნელოვანი ბანკი SWIFT-ის სისტემას გამოეთიშა, მათ შორის VTB ბანკი, რომელიც სიდიდით მეორეა.

„იმ ბანკებსაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ SWIFT-ის სისტემაში არიან გაეყინათ უცხოური აქტივები, რაც რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარია. დანარჩენ ბანკებს საშუალება აქვთ განახორციელონ ოპერაციები. ასე ვთქვათ, სასურველ ეფექტს მსოფლიო ფინანსური თანამეგობრობა ვერ მიიღებს, თუ რუსული ბანკების უმეტესობა მაინც არ იქნება SWIFT-დან გათიშული. ზოგიერთი ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება და მათი არგუმენტი არის ის, რომ მათ SWIFT სჭირდებათ რუსულ ექსპორტთან დაკავშირებით ანგარიშსწორებისთვის. პირველ როგში, ეს ეხება ენერგომატარებლბებს და არანაკლებ მნიშვნელოვანია ე.წ. სამრეწველო ლითონები, რომლის მსხვილი ექსპორტიორია რუსეთი. ეს არგუმენტი თავისთავად ნიშნავს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ძალიან დიდ სახსრებს იღებს ექსპორტის შედეგად.

იმის გათვალისწინებით, რომ საექსპოეტო პროდუქციის, ნავთობის, გაზის და სამრეწველო ლითონების ფასი გაიზარდა, თუ 2021 წელს რუსეთმა ექსპორტიდან $500 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო, წელს მათი მოლოდინით შემოსავალი $600-700 მლრდ-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს თავისი ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საკმარისი სავალუტო რესურსი ექნება. აქ უკვე დგება საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს მეორე გადაწყვეტილება, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის შესახებ, რა შემთხვევაშიც, ბანკი ვერ შეძლებს შიდა სავალუტო ბაზრის რეგულირებასა და რუბლის კატასტროფული ვარდნის შეჩერებას,“ - ამბობს მერაბ კაკულია.

მისივე თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს საექსპორტო საქმიანობას და აიღებს მინიმუმ $600 მლრდ-ის შემოსავალს, ამასთან, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციის და ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას, რომ ექსპორტიორები აიძულონ თავისი შემოსავლების 80% გაყიდონ შიდა სავალუტო ბაზარზე, გამოდის, რომ მეორე ღონისძიების ეფექტი იჩრდილება.

„თუ არ დადგა საკითხი რუსეთიდან იმპორტზე შეზღუდვების დაწესების შესახებ ან თუ არ განხორციელდა SWIFT-დან რუსეთის მთლიანი საბანკო სისტემის გათიშვა, მაშინ ცენტრალური ბანკის აქტივების დაბლოკვა რუსეთითვის ისეთი მტკივნეული აღარ იქნება. ზუსტად, ამიტომ დააყენა აშშ-მ ასე მწვავედ რუსეთის ექსპორტზე ემბარგოს განხორციელების საკითხი. აშშ-ს დამოკიდებულება რუსული ნავთობის იმპორტზე დიდი არ არის და მთლიანი მოხმარებიდან დაახლოებით 8%-ს შეადგენს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემთხვევაში ეს ციფრი 27%-მდე იზრდება. სწორედ ამიტომ დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ შედარებით მარტივად მიიღეს გადაწყვეტილება.


რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, მაგალითად, გერმანია თვლის, რომ მისთვის რუსულ ნავთობპროდუქტებზე ემბარგოს დაწესება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, ხოლო ჩანაცვლებას დრო სჭირდება. აქედან გამომდინარე, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების გეგმის შესახებ, რომელიც 2030 წლამდე, ეტაპობრივად, რუსული ნავთობპროდუქტებიდან და გაზისგან თავის დაღწევას გულისხმობს. ეს გრძელვადიანი გეგმაა, თუმც ამ გადაწყვეტილებამ უკვე საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა რუსული ნავთოპროდუქტების ექსპორტს. როგორც ირკვევა, პრაქტიკულად ნახევარი ნავთობპროდუქტები ახლა გზაშია და გაურკვევლ მდგომარეობაშია, რადგან თრეიდერები ცდილობენ თავი აარიდონ ბოლომდე დანიშნულების ადგილზე მიტანას ან შესყიდვას. ეს ყველაფერი ქაოსს ქმნის გლობალურ ეკონომიკირ ბაზარზე, თუმცა, ამასთანავე ხაზს უსვამს ერთ გარემოებას, რომ ძალიან ბერვ კომპანიას აქვს შიში არ მოყვეს სანქციებში.“-ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

მერაბ კაკულიამ ხორბლის მიმართ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არანაირი ინიციატივა არ არსებობს რომელიმე ქვეყნის მხრიდან რუსულ ხორბალზე ემბარგოს გამოცხადების შესახებ. თუმცა, რომც გამოცხადდეს, ამ პრობლემის გადაწყვეტა ისეთი რთული არ იქნება, როგორიც რუსული ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაა.

„ხორბლის მიწოდების დივერსიფიკაციის რეზერვები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინაც მსხვილი მიმწოდებელია და ის ალბათ ახლო მომავალში საექსპორტო მიწოდებებს ვერ განახორციელებს. შედეგად, რუსეთის როლი შეიძლება უფრო მტკიცე იყოს პარტნიორებთან სალაპარაკოდ.“–განაცხადა კაკულიამ.

business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up