Aeroflot-ის ჯგუფის კუთვნილი 357 თვითმფრინავიდან 13 უცხოური წარმოების თვითმფრინავი რუსეთის ფარგლებს გარეთაა დაპატიმრებული. ამის შესახებ Aeroflot-ის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ალექსანდროვსკიმ განაცხადა.
„მათი უმეტესობა დაბლოკილია გეგმიური, ტექნიკური, ან საერთაშორისო ფრენების დროს საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო,“ - განმარტა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ Aeroflot-ს ორმაგი რეგისტრაციის გარეშე 89 თვითმფრინავი ჰყავს და არის მათი რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა.
„არ ველოდით, რომ 89-მდე მივიყვანდით, მაგრამ მაინც გამოგვივიდა. ამიტომ, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - დასძინა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.