დასავლეთის სანქციების გამო ბელგიის პორტში რუსეთისთვის განკუთვნილი 8 ათასი ძვირად ღირებული მანქანაა ჩარჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს. პორტ ზარბრუგეში სანქცირებულ ავტომობილებს შორის არიან Lexus-ის, Cadillac-ისა და Mercedes-ის უახლესი მოდელები. გამოცემის ცნობით, მანქანები ბელგიაში აზიიდან აპრილის დასაწყისში ჩავიდა. მათი რუსეთში გაგზავნა იგეგმებოდა, მაგრამ გეგმები ჩაიშალა რუსეთის ფედერაციაში ფუფუნების საქონლის ექსპორტის აკრძალვის გამო.
ეს მანქანები სავარაუდოდ, გაიყიდება სხვა ბაზრებზე, - განუცხადა გამოცემას პორტის საავტომობილო ტერმინალის დირექტორმა მარკ ადრიანსენსმა.
პორტში არა მხოლოდ მანქანები, არამედ სანქცირებული სხვა საქონელიც „გაიჭედა“. კერძოდ, თვითმფრინავის ნაწილები, ქიმიკატები და ნახევარგამტარები - წერს WSJ, მთლიანობაში - 1 ათასზე მეტი კონტეინერი.
ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირმა (სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში) დააწესა აკრძალვა რუსეთში ფუფუნების საგნების მიწოდებაზე. მას ექვემდებარება 50 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირად ღირებული მანქანებიც, სანქციები უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციის საპასუხოდ იქნა მიღებული.