სანქციების გამო ევროპის პორტებში ამჟამად 400 ათასზე მეტი ტონა რუსული სასუქია გაჩერებული. ამის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ქვეყნის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის (RSPP) კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მაზეპინმა განაცხადა.
„მთავარი პრობლემა, ალბათ, ის იყო, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით სასუქები გაიყინა ევროპის პორტებში. „ურალქიმიის“ 262 ათასი ტონა პროდუქცია გაიყინა ესტონეთის, ლატვიის, ბელგიის, ნიდერლანდების პორტებში, „აკრონის“ 52 ათასი ტონა და „ეუროქიმიის“ თითქმის 100 ათასი ტონა“, - განაცხადა მან.
მაზეპინმა დასძინა, რომ „ურალქიმიას“ სურს სთხოვოს გაეროს განბლოკოს ევროპაში 260 ათასი ტონა სასუქი აფრიკაში უფასო მიწოდებისთვის.