ახალ წელს რუსეთი შესაძლოა შამპანურის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ქვეყანა უამრავმა უცხოურმა ბიზნესმა დატოვა.
პაველ ტიტოვმა, ცქრიალა ღვინის მწარმოებელი კომპანიის, Abrau-Durso-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსულ მარაგებზე მზარდი მოთხოვნის გამო ის სწრაფად მცირდება.
“ეს განპირობებულია მაღაზიების თაროებზე უცხოური ღვინოების ნაკლებობით, ასევე მათი ღირებულების ზრდით”, - განაცხადა ტიტოვმა და დასძინა, რომ მოთხოვნის შენარჩუნების შემთხვევაში, საახალწლო სეზონზე ქვეყანა ღვინის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.
რუსეთზე დაწესებული სანქციები პირდაპირ გავლენას არ ახდენს საკვებზე, მაგრამ არაერთმა უცხოურმა საცალო მოვაჭრემ და გადამზიდავმა კომპანიამ დატოვა ქვეყანა რეპუტაციული რისკისა და სანქციების შედეგად გართულებული მუშაობის გამო.
ომის დაწყებისთანავე, რუბლის დაცემასთან ერთად, ღვინის იმპორტი გაძვირდა და გართულდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს თვითკმარი ნედლეულის კუთხით, როგორიცაა მარცვლეული და შაქარი, ის დიდად არის დამოკიდებული საქონლის იმპორტზე.