2022 წლის პირველ კვარტალში, რუსულმა ავიაკომპანიებმა 61,1 მილიარდი რუბლის (დაახლოებით $1,1 მილიარდი) მთლიანი საოპერაციო ზარალი ნახეს. რაც თავის მხრივ, ბოლო 8 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ამას რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორთა ასოციაციის ანგარიშებიც მოწმობს.
რუსული საავიაციო სექტორის ზარალის მთავარი მიზეზი კი დასავლეთის სანქციებია, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.
უფრო კონკრეტულად, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში ფრენები აეკრძალათ. ასევე აიკრძალა რუსული ავიაკომპანიების კუთვნილი საჰაერო ხომალდების მომსახურება და დაზღვევის სერვისის მიწოდება.
გარდა ამისა, 24 თებერვალს დაიხურა 11 აეროპორტი რუსეთის ფედერაციის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში.