საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე, ორი რუსული ნავთობხომალდი ევროკავშირის სანქციების გამო დააკავეს. მათზე 19 რუსი მეზღვაური იმყოფებოდა.
სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა განცხადებით, ტანკერი სახელწოდებით „პეგასი“ პელოპონესისკენ მიემართებოდა, საიდანაც ნავთობი მეორე ხომალდზე უნდა გადატვირთულიყო, თუმცა ცუდი ამინდის გამო შეყოვნდა და მალევე მოხდა მისი დაკავებაც.
პორტალ Maritime Bulletin-ის ცნობით, ევბეაზე კიდევ ერთი რუსული ნავთობის ტანკერი VF Tanker 2 დააკავეს. ის 17 აპრილს პირეოსის პორტიდან გამოვიდა და პორტი კავკაზისკენ მიემართებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით კარისტოსის ყურეში აღმოჩნდა.