სანქციების მე-10 პაკეტი მიღებულია. შეზღუდვები შეეხება 121 ფიზიკურ პირს და ორგანიზაციას. იმპორტისა და ექსპორტის მნიშვნელოვან მიმართულებებს, რუსული პროპაგანდისტულ მედია საშუალებებს, — ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, რომ სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 6000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით გაშვილებაზე.
„ვინარჩუნებთ ერთიანობას გადაწყვეტილებაში, გავანადგუროთ რუსეთის ომის მანქანა. სანქციების ფარგლებში, ჩვენს სამიზნეს წარმოადგენენ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მინიმუმ 6000 უკრაინელი ბავშვის დეპორტაციასა და იძულებით გაშვილებაზე. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა, მათ შორის ჟენევის კონვენციის“, - წერს ბორელი.