როსნეფტის თქმით, წლის პირველ ნახევარში წმინდა შემოსავალი 13%-ით გაიზარდა და დაახლოებით 7,2 მილიარდი დოლარი შეადგინა — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი აქვეყნებს.
დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობის ფირმა აგრძელებს წარმოების ზრდას. კომპანიის მიერ წიაღისეული საწვავის წარმოება გაიზარდა 1,5%-ით, ანუ დაახლოებით 4,85 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში.
Rosneft Oil, რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ნავთობკომპანია, იტყობინება, რომ წლის პირველ ნახევარში მოგება 13%-ით გაიზარდა და შეადგინა დაახლოებით 432 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით $7.2 მილიარდი.
„როსნეფტი იმყოფებოდა უარყოფითი გარე ფაქტორების და უკანონო სანქციების უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ“, - განაცხადა როსნეფტის აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ სეჩინმა განცხადებაში, იტყობინება Wall Street Journal-ი.
წყარო: businessinsider.com