ევროკავშირის, აშშ-ს, G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების რაოდენობით მსოფლიოში რუსეთი ლიდერობს. ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ 13 596 შეზღუდვაა დაწესებული. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 7-ჯერ მეტი, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებული სანქციები და 5-ჯერ მეტი ირანთან შედარებით. რეიტინგს Statista აქვეყნებს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული იყო 2695 სანქცია. ბოლო ერთ წელიწადში 10901. სულ დაწესებულია 13 596 სანქცია.
მეორე ადგილზე ირანია, სადაც დაწესებული სანქციების რაოდენობა 4080-ს აღწევს.
ირანს მოსდევს სირია - 2644 სანქციით,
ჩრდილოეთ კორეა - 2133 სანქციით,
ბელარუსი - 1154 სანქციით,
მიანმარი - 787 სანქციით
ვენესუელა - 651 სანქციით