სანქციებით ჩამოშლილი ექსპორტის გამო რუსეთმა შესაძლოა, კიბორჩხალის რეწვა შეაჩეროს

სანქციებით ჩამოშლილი ექსპორტის გამო რუსეთმა შესაძლოა, კიბორჩხალის რეწვა შეაჩეროს

access_time2022-05-30 15:10:00

რუსეთში კიბორჩხალის წარმოება ექსპორტის შემცირების გამო შესაძლოა, შეწყდეს. კიბორჩხალის იმპორტზე აშშ-ის აკრძალვა ივნისის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება, თუმცა რუსი მრეწავები საზღვარგარეთ პროდუქციის გადაზიდვაში ჩამოშლილი ლოგისტიკის გამო სირთულეებს უკვე აწყდებიან.


„კომერსანტის“ მონაცემებით, რუსეთიდან კიბორჩხალის ექსპორტში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წილი, თითქმის, ნახევარია. კომპანიები ექსპორტისთვის გამოთავისუფლებული მოცულობის შიდა ბაზარზე გადამისამართებას ვერ ახერხებენ, რადგან რუსეთში გადამამუშავებელ ჭერაში ბუნებრივი დარიშხნის შემცველობაზე მკაცრი მოთხოვნებია, ხოლო აზიელ მომხმარებლებს ცოცხალი კიბორჩხალა სჭირდებათ, რომელსაც ყველა ექსპორტიორი ვერ უზრუნველყოფს.


„კომერსანტის“ შეფასებით, მწარმოებლები მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავენ: რეწვა შეაჩერონ. გამოცემის მონაცემებით, უცხოური ბაზრების შეზღუდვის გამო, ზოგადად, მეთევზეობის მრეწველობას წელიწადში 4 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავლის დაკარგვა ემუქრება.


ბაზრის რამდენიმე მონაწილემ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, რომელთა წილიც კიბორჩხალის ექსპორტის 48%-ია, მომპოვებლებს მიწოდებაში პრობლემები მარტში დაწესებული სანქციების შემდეგ შეექმნათ, იმის მიუხედავად, რომ სანქციები ძალაში 23 ივნისიდნა შედის. „კომერსანტის“ თანამოსაუბრეები განმარტავენ, რომ „ექსპორტი წინასწარ დადებული ხელშეკრულებებითაც კი შეუძლებელია, რადგან ლოგისტიკა ჩამოშლილია.“


მეთევზეობის ფედერალური სააგენტოს („როსრიბოლოვსტვოს“) მონაცემებით, 2021 წელს რუსეთში 96 ათასი ტონა, ხოლო იანვრიდან 23 მაისამდე 31,5 ათასი ტონა კიბორჩხალა იქნა მოპოვებული.



ჩრდილოეთის მეთევზეთა კავშირის მონაცმებით, ჩრდილოეთის აუზში მოპოვებული ცოცხალი კიბორჩხალის, თითქმის, 90% ექსპორტზე აშშ-ში გადის, ხოლო ევროკავშირს, პირველ რიგში, მოხარშულ-გაყინული პროდუქცია მიეწოდება. ჩრდილოეთ აუზის მრეწავებს, შორის ბაზრების გამო, არ აქვთ შესაძლებლობა, ცოცხალი კიბორჩხალა აზიაში გაგზავნონ.


ამჟამად მრეწავები იძულებული არიან, დაჭერილი კიბორჩხალის უმეტესი ნაწილი დაასაწყობონ, თუმცა ეს შესაძლებლობებიც შეზღუდულია. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ მინტაიზე თევზაობის სეზონი დასრულდა, რომელიც, ასევე, ლოგისტიკური პრობლემების გამო საწყობებში დიდი მოცულობით გროვდება, ხოლო 1-ლი ივნისიდან ორაგულის სეზონი იწყება, რისთვისაც მრეწავებს, ასევე, მაცივრები დასჭირდებათ.


ბაზრის მონაწილეები არაოფიციალურად აცხადებენ, რომ აგვისტოდან კიბორჩხალის რეწვის შეჩერების გარდა, სხვა გზას ვერ ხედავენ.


„როსრიბოლოვსტვო“ ექსპორტის პრობლემას აღიარებს, თუმცა რეწვის გაყინვის რისკებს ვერ ხედავს. უწყებაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ კომპანიებთან ერთად ალტერნატიულ ბაზრებს ეძებენ.


სრულიად რუსეთის თევზის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ყველაზე არახელსაყრელი სცენარით, წყლის ყველა ბიოლოგიურ რესურსზე საექსპორტო ბაზრების შევიწროება მეთევზეობის ინდუსტრიას წელიწადში 4,3 მლრდ დოლარით აზარალებს.


bpn.ge



თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up