სანქციებმა სასესხო განაკვეთების შემცირება გადაავადა

სანქციებმა სასესხო განაკვეთების შემცირება გადაავადა

access_time2022-03-03 09:00:00

საქართველოში დაკრედიტების ზრდის ტემპი განახევრება, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე მოსალონდელი 20%-დან 10%-მდე; მონეტარული პოლიტიკის შერბილების გადავადება (1 კვარტლით) მე-3 კვარტლის ბოლომდე; ფულის გაძვირება, - საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალეკო ძნელაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ სანქციები პირდაპირ აისახება საქართველოზე.


„კვირის დასაწყისში ჩვენ უკვე გავიღვიძეთ სხვა რეალობაში“, - ბანკების ლობისტის თქმით სებ-ი ახლაც პირველი იყო რეაგირების ადექვატურობით, ისევ როგორც პანდემიის დასაწყისში. „ვითიბის“ პოტფელი ოპერატიულად გასხვისდა. იმის მიუხედავად რომ საფრთხე მოსალოდნელი არ იყო, ბუნებრივი მოლოდინი იყო მხოლოდ თანხებზე მოთხოვნას ზრდის.


ძნელაძის თქმით, პირდაპირი სანქციები უფრო მოკლევადიანი პერიოდით აისახება კურსზე და გრძელვადიანად სავალუტო შემოდინებებზე - ტურიზმსა და გადმორიცხვებში რუსეთის დომინირების გათვალისწინებით. ამასთან იმედოვნებს, რომ კომპანიები მათ შორის ტურისტული, ასევე ექსპორტიორები, რომლებსაც ყველაზე მეტად არტყამს არსებული მდგომაროება, შეძლებენ გადაპორტირებას.


აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ სანქციები ყოველ საათში აპდეითდება, ახალ-ახალი შეზღუდვებით,



7 მსხვილი ბანკის SWIFT-იდან გათიშულია, „ვითიბის“ და „სბერბანკის“ „დაქცევის“ ეფექტი მაღალია. „სბერანკის“ აქციები თითქმის 100%-ით დაცემულია, ლიმიტირებულია გადარიცხვები. გადახდების საერთაშორისო სისტემებმა ( ვიზა, მასტერქარდი, ამერიკან ექსპრესი) რუსეთის საზღვრებს გარეთ რუსული ბარათები დაბლოკეს.


„ველოდებით დადასტურებას ქვეყნიდან გადარიცხვების შეზღუდვაზე“, - ძნელაძის თქმით, უცხოური ვალუტის შეძენა შეიზღუდა. ბიზნესს დაეკისრა დამატებითი ვალდებულება სავალუტო შემოსავლების 80% „გაარუბლოს“. საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციებით ჯერჯერობით სწრაფი გზავნილები არ იზღუდება.


ძნელაძე სასესხო განაკვეთების მოსალოდნელ აწევაზე ჯერ არაფერს ამბობს. ელოდება მხოლოდ აქტივობის შემცირებას. დაკრედიტების ზრდის ტემპის 20%-დან 10%-მდე დაკლებას.


გაძვირდება თუ არა ფული, გაიზრდება თუ არა ინფლაციური მოლოდინები, დეტალებს მონეტარული პოლიტიკის 30 მარტის სხდომის შემდეგ შევიტყობთ.


business-partner.ge



თეგები:
სანქციები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up