სანქციებს 40-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს, მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის ევროპაში, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც - ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სანქციებს 40-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს, მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის ევროპაში, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც - ურსულა ფონ დერ ლაიენი.

access_time2022-04-06 23:15:43

სანქციებს 40-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს. მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის ევროპაში, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. მკაფიო პოზიცია პუტინის ომის არჩევანის წინააღმდეგ, - ამის შესახებ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს უკიდურესი სისასტიკე არ შეიძლება და არც დარჩება უპასუხოდ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებაში განმარტავს სანქციების მეხუთე პაკეტის ექვს მიმართულებას და აცხადებს, რომ ამით არ შემოიფარგლებიან.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით.

„ყველამ ვნახეთ შემზარავი კადრები ბუჩადან და სხვა რაიონებიდან, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსეთის ჯარები გავიდა. გუშინ პრეზიდენტ ზელენსკის მივუსამძიმრე და ამ საშინელ დროს ევროკომისიის სრული მხარდაჭერა აღვუთქვი. ეს უკიდურესი სისასტიკე არ შეიძლება და არც დარჩება უპასუხოდ. ამ საშინელი დანაშაულების ჩამდენნი დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა. მისი ამოცანაა შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიძიოს სამხედრო დანაშაულებები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები უკრაინაში.

რუსეთი სასტიკ და დაუნდობელ ომს არა მხოლოდ უკრაინის მამაცი ჯარების, არამედ მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც აწარმოებს. ამ კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვანია პუტინზე და რუსეთის მთავრობაზე მაქსიმალური ზეწოლის შენარჩუნება. სანქციების ოთხმა პაკეტმა მძიმე დარტყმა მიაყენა და შეზღუდა კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები. ხელშესახებ შედეგებს ვხედავთ. მაგრამ ცხადია, მოვლენების გათვალისწინებით, ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. დღეს შემოგვაქვს წინადადება, ჩვენი სანქციები მეტად გავაძლიეროთ. სანქციებს გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ, რათა რუსეთის ეკონომიკაში უფრო ღრმად შეიჭრნენ.

ამ მეხუთე პაკეტს აქვს ექვსი მიმართულება. პირველ რიგში, დავაწესებთ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რომლის ღირებულება წელიწადში 4 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს სანქცია რუსეთს შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს გადაუკეტავს.


მეორე: ტრანზაქციების სრულად აკრძალვა ოთხ მთავარ რუსულ ბანკთან, მათ შორის სიდიდით მეორე - VTB ბანკთან. ამ ოთხ ბანკს, რომლებიც ჩვენ ბაზრებს სრულად ჩამოვაშორეთ, რუსეთის საბანკო სექტორში საბაზრო წილის 23% უკავიათ. ეს რუსეთის ფინანსურ სისტემას კიდევ უფრო შეასუსტებს.

მესამე: რუსეთის გემებისა და რუსეთის სარგებლობაში მყოფი გემებისათვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვა. გარკვეული გამონაკლისები შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე - ენერგომატარებლებს. გარდა ამისა, დავაყენებთ წინადადებას რუსეთის და ბელარუსის საგზაო სატრანსპორტო ოპერატორებისთვის აკრძალვების დაწესების თაობაზე. ეს რუსეთის სამრეწველო დარგს საჭირო ნაწარმის მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუზღუდავს.

მეოთხე: 10 მილიარდი ევროს მოცულობის ექსპორტის აკრძალვა ისეთ მიზნობრივ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ყველაზე დაუცველია. ამაში შედის, მაგალითად, კვანტური კომპიუტერები და თანამედროვე ნახევარგამტარები, აგრეთვე მაღალი სიზუსტის მოწყობილობები და სატრანსპორტო ტექნიკა. ამით რუსეთის ტექნოლოგიური ბაზის და სამრეწველო სიმძლავრეების დასუსტებას გავაგრძელებთ.

მეხუთე: ახალი აკრძალვები იმპორტზე, 5.5 მილიარდი ევროს ღირებულებით, რუსეთისა და მისი ოლიგარქებისთვის ფულის ნაკადის შესამცირებლად ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა ხის მასალა თუ ცემენტი, ზღვის პროდუქტები თუ ალკოჰოლური სასმელები. ამით რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ კავშირებს დავასუსტებთ.

მეექვსე: მივიღებთ რიგ მიზანმიმართულ ზომებს, როგორიცაა რუსული კომპანიებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა, ან რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება როგორც ევროკავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. იმიტომ, რომ ევროპელთა მიერ გადახდილი გადასახადების თანხები რუსეთში არანაირი ფორმით ან სახით არ უნდა მოხვდეს.

და ბოლოს, ასევე გთავაზობთ სანქცირებული პირების სიის გაფართოებას, რასაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აგიხსნით. მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით. ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით და ვმსჯელოებთ წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ იდეაზე, როგორიცაა გადასახადები ან გადახდის კონკრეტული არხები, როგორიცაა პირობითი დეპონირების ანგარიშები.

დღეს მსგავს სანქციებს 40-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს. მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის ევროპაში, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. მკაფიო პოზიცია პუტინის ომის არჩევანის წინააღმდეგ. მკაფიო პოზიცია მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ. და მკაფიო პოზიცია მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის წინააღმდეგ.

დიდება უკრაინას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up