ფინეთში 21 იახტა დააყადაღეს. გამოძიება დაადგენს, ექვემდებარებიან თუ არა მათი მფლობელები სანქციებს.
„ძვირადღირებული იახტები ახლა ზამთრის საწყობშია და მათი გაშვება დაუშვებელია, სანამ ფინეთის საბაჟო ბენეფიციარ მფლობელებს ეძებს“,- განაცხადა სამართალდამცავი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სამი რაკშიტმა. მისი თქმით, დაყადაღებული იახტების ღირებულება “მნიშვნელოვანია” ფინეთის კონტექსტში, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანია მილიონერი.
თუ სანქცირებულ პირებთან კავშირი დადგინდება, საქმეებს ფინეთის ეროვნული სამართალდამცავი ორგანო შეისწავლის. რაკშიტის თქმით, რეგისტრირებული გემის ზოგიერთ მფლობელს კავშირი აქვს საგადასახადო თავშესაფრებთან.
„არ ვვარაუდობთ, რომ ყველა დაკავებული იახტა სანქციების ქვეშაა, მაგრამ ეს არის ის, რის დადგენასაც ახლა ვცდილობთ“,- განაცხადა რაკშიტმა.
მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში, რუსი მილიარდერების იახტები ყურადღების ცენტრში სანქციების დაწესების შემდეგ მოექცა.
იტალიამ რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს $578 მილიონიანი იახტა დააკავა. რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს სუპერიახტა გერმანიაში ჩამოართვეს, ხოლო საფრანგეთმა Rosneft-ის დირექტორის იახტის კონფისკაცია მოახდინა.