სანქცირებული რუსი ოლიგარქები თავისი სუპერიახტებისთვის უსაფრთხო პორტებს ეძებენ

სანქცირებული რუსი ოლიგარქები თავისი სუპერიახტებისთვის უსაფრთხო პორტებს ეძებენ

access_time2022-03-08 10:30:05

საფეხბურთო მოედანზე ერთნახევარჯერ დიდ, ჯავშნოსან იახტას, სახელად  Dilbar-ს, აქვს ვერტმფრენის ორი დასაჯდომი, ნავმისადგომები, 25 მეტრიანი საცურაო აუზი და იტევს 130-ზე მეტ ადამიანს, გარდა ამისა, იახტაზე შესაძლებელია კიდევ ერთი სუპერიახტის განთავსება.


Dilbar 2016 წელს ჩაუშვეს ზღვაში და ის 648 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, ხუთი წლის შემდეგ მისი სავარაუდო მფლობელი და კრემლთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი იახტით უკმაყოფილო იყო და შარშან მისი გადაკეთება გადაწყვიტა, იახტა გემთმშენებელ ქარხანაში გაგზავნა, რაც დამატებით კიდევ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაუჯდა. გასულ ხუთშაბათს, როდესაც უსმანოვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კავშირის გამო და რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ეკონომიკური სანქციები შეეხო, ის სწორედ ამ იახტაზე იმყოფებოდა.


„ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რათა გიპოვოთ და წაგართვათ იახტები, ძვირადღირებული ბინები და პირადი თვითმფრინავები, ჩვენ მოვდივართ თქვენი არაკეთილსინდისიერი გზებით დაგროვილი ქონების ჩამოსართმევად”, - მიმართა ოლიგარქებს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს, 1–ელ მარტს სიტყვით გამოსვლისას. 


თუმცა ოლიგარქებისთვის ქონების ჩამორთმევა აშშ-სა და ვეროპისთვის შესაძლოა დიდი გამოწვევა იყოს, რადგან რუს მილიარდერებს ათეული წლები ჰქონდათ იმისთვის, რომ თავიანთი ფული და აქტივები დაეცვათ იმ მთავრობებისგან, რომლებიც, შესაძლოა, მათ დაბეგვრას ან ჩამორთმევას შეეცდებოდნენ.


რამდენიმე მედიასაშუალებაში ოთხშაბათს, 2 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ უსმანოვის Dilbar დააკავა, თუმცა ჰამბურგის ეკონომიკის სამინისტროს სპიკერმა Associated Press-ს უთხრა, რომ მსგავი ფაქტი ჯერ არ მომხდარა, რადგან მან ვერ შეძლო დაედგინა საკუთრების უფლება იახტაზე, რომელსაც უსმანოვის დედის სახელი ჰქვია.


Dilbar კაიმანის დროშის ქვეშ მცურავი გემია და რეგისტრირებულია მალტაში, ჰოლდინგურ კომპანიაში, საბანკო თავშესაფარში, ეს სწორედ ის თავშესაფარია, სადაც მულტიმილიონერები ხშირად ათავსებენ თავიანთ სიმდიდრეს. ინდუსტრიაში, რომელიც ემსახურება მილიარდერთა და სანტიმილიონერთა ექსკლუზიურ კლუბს, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც სუპერიახტების ყიდვა და ეკიპაჟის მოვლა-პატრონობა შეუძლიათ. თუმცა, ამ კლუბში ხშირად გასაიდუმლოებულია, თუ ვინ რა ქონებას ფლობს.


ბრიტანეთში დაფუძნებული იახტების შეფასების ფირმა VesselsValue-სთან ერთად asociated press-მა შეადგინდა 56 სუპერიახტის სია. სუპერიახტად ითვლება იახტა, რომლის სიგრძეც 24 მეტრზე მეტია. მათ სავარაუდოდ კრემლთან დაახლოებული რამდენიმე ათეული ოლიგარქი ფლობს. ჯამში მათი საბაზრო ღირებულება 5,4 მილიარდ დოლარზე მეტად არის შეფასებული.


მოგვიანებით AP-მა გამოიყენა ორი ონლაინ სერვისი - VesselFinder და MarineTraffic იახტების ბოლო ადგილმდებარეობების დასადგენად.


მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი მათგანი მიმაგრებულია ხმელთაშუა ზღვისა და კარიბის ზღვის აუზში, ან მის მახლობლად, ათზე მეტი იახტა გზაშია ან უკვე ჩავიდა შორეულ ქვეყნებში მდებარე მცირე პორტებში, ისეთებში როგორიცაა მალდივები და მონტენეგრო ანუ პოტენციურად დასავლეთის სანქციებს მიღმა მყოფი ქვეყნები. სამი მათგანი კი ჩავიდა დუბაიში, სადაც ბევრ მდიდარ რუსს დასასვენებელი სახლი აქვს.


სამი სუპერიახტის კვალი ჯერ გაურკვეველია, ბოლოს მისი ადგილსამყოფელი დააფიქსირეს ბოსფორის მიღმა თურქეთში. ისინი გადაადგილდებოდნენ შავი ზღვისა და რუსეთის პორტებში სოჭისა და ნოვოროსიისკის მიმართულებით.



გრაციოზულმა გერმანული წარმოების რუსული დროშის ქვეშ მცურავმა იახტამ, რომელიც სავარაუდოდ პუტინს ეკუთვნის, 7 თებერვალს, ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი კვირით ადრე, ჰამბურგში შესაკეთებელი პორტი დატოვა, ახლა ის რუსეთის ბალტიისპირეთის პორტშია, მის წინააღმდეგ გასულ კვირას დაწესებული დასავლეთის სანქციებს მიღმა კალინინგრადშია ჩასული.


მიუხედავად პუტინის უკრაინაში შეჭრის შესახებ რამდენიმე კვირით ადრე საჯარო გაფრთხილებისა, ზოგ რუს ოლიგარქს, როგორც ჩანს, არ გუყვანია სუპერიახტები.


ხუთშაბათს,  3 მარტს, საფრანგეთის ხელისუფლებამ სუპერიახტა  სახელად Amore Vero ხმელთაშუა ზღვის საკურორტო ქალაქ La Ciotat-ში დააკავა. ვარაუდობენ, რომ იახტა პუტინის მოკავშირეს იგორ სეჩინს ეკუთვნის, იგი რუსულ ნავთობ გიგანტს —  როსნეფტს მართავს და ის აშშ-ის სანქცირებულთა სიაში მას შემდეგაა, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.


საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საბაჟო ორგანოები 289 ფუტიანი Amore Vero-ში ჩასხდნენ და აღმოაჩინეს, რომ მისი ეკიპაჟი მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები დასრულებული არ ყოფილა სასწრაფო გამგზავრებისთვის ემზადებოდა. 120 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა რეგისტრირებულია კომპანიაში, რომელიც სეჩინს მის ძირითად აქციონერად ასახელებს.


შაბათს, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ სან-რემოს პორტში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი 32 ფუტიანი სუპერიახტა Lena ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დააკავა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იახტა გენადი ტიმჩენკოს, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს ეკუთვნის. ტიმჩენკო ევროკავშირის მიერ  სანქცირებულ ოლიგარქებს შორისაა. 


213 ფუტიანი „ლედი M“ იტალიელებმა რივიერას საპორტო ქალაქში რუსეთის უმდიდრეს ადამიანს, ფოლადის ბარონად წოდებულ ალექსეი მორდაშოვს ჩამოართვეს, მისი ქონება დაახლოებით 30 მილიარდ დალარად არის შეფასებული. როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის სპიკერმა ტვიტერში დაწერა, იახტა შედარებით მოკრძალებული, 27 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. 


თუმცა, მორდაშოვის უფრო ძვირადღირებული იახტა სახელად “Nord”, რომელიც 464 ფუტს იწონის, პარასკევს 4 მარტს სეიშელის კუნძულებზე ამაყად იდგა, ეს ტერიტორია აშშ-ს ან ევროკავშირის სანქციებს არ ექვემდებარება. მსოფლიოს უდიდეს სუპერიახტებს შორის ერთ–ერთის, Nord-ის საბაზრო ღირებულება 500 მილიონი დოლარია.


ოლიგარქის იახტების ევოლუცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მღელვარე ათწლეულიდან მოდის, მაშინ როდესაც სახელმწიფო ნავთობისა და ლითონის მრეწველობა ყველაზე დაბალ ფასად,  ხშირად პოლიტიკურად დაკავშირებულ იმ რუს ბიზნესმენებზე და ბანკირებზე იყიდებოდა, რომლებიც ახალ ქვყნებს რუსეთის სახელმწიფო აქციების სანაცვლოდ სესხს აძლევდნენ.


რუსეთის ახალბედა მდიდრებმა კი დაიწყეს იმ ძვირადღირებული იახტბის ყიდვა, რომლებიც სილიკონ ველის მილიარდელებს, სახელმწიფოს მეთაურებს და სამეფო ოჯახის წევრებს ეკუთვნოდათ. 


„არც ერთი თავმოყვარე რუსი ოლიგარქი სუპერიახტის გარეშე არ იქნება. ეს არის ოლიგარქობის რიტუალის ნაწილი, ეს მხოლოდ წინაპირობაა“, - თქვა უილიამ ბრაუდერმა, აშშ-ში დაბადებულმა და  ლონდონში მცხოვრებმა ფინანსისტმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში, სანამ ის პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი უცხოელი კრიტიკოსი გახდებოდა. 


2010 წელს აბრამოვიჩმა ბერმუდის დროშის ქვეში მცურავი Eclipse იყიდა, იგი 533 ფუტის სიგრძის, იმ დროს მსოფლიოში ყველაზე გრძელი სუპერიახტა იყო. იახტა აღჭურვილია ბუხრით და საცურაო აუზით, რომელიც საცეკვაო მოედანად გარდაიქმნება. Eclipse ასევე თავს იწონებს საკუთარი შვეულმფრენის ანგარით და წყალქვეშა ლუქით. 


დენის კაუიზერი, სუპერიახტის ანალიტიკოსი, VesselsFinder-თან ამბობს, რომ ოლიგარქის იახტები ხშირად საიდუმლო უსაფრთხოების ზომებს შეიცავს, მათ შორისაა წყალქვეშა გასაქცევი ლუქები, ტყვიაგაუმტარი ფანჯრები და ჯავშნიანი ოთახები.


„Eclipse აღჭურვილია ყველა სახის სპეციალური ფუნქციით, მათ შორის რაკეტების გამშვები და ბორტზე თავდაცვის სისტემებით, მას აქვს საიდუმლო წყალქვეშა ევაკუაციის ზონა და ათასი მსგავსი რამ“, - თქვა კაუიზერმა. 


Eclipse მალევე დაჩრდილა Azzam-მა , იახტამ, რომელიც სავარაუდოდ აბუ დაბის ემირს ეკუთვნოდა. azzam-მა  ყველაზე გრძელი იახტის ტიტული მოიპოვა, მაშინ როდესაც ის 2013 წელს გაეშვა. სამი წლის შემდეგ უსმანოვმა გაუშვა Dilbar, რომელმაც შეცვალა სხვა ოდნავ პატარა იახტა ამავე სახელწოდებით. ახალი Dilbar კი მსოფლიოში მოცულობით ყველაზე დიდი იახტაა.


გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ ევროპის სხვადასხვა გემთმშენებლობაში, სულ მცირე 20 სუპერიახტის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის არის 500 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტა, რომელიც ამერიკელი მილიარდერ ჯეფ ბეზოსისთვის არის აშენებული.


”ეს დამოკიდებულია ეგოზე, მათ ყველას უნდა ჰქონდეთ საუკეთესო, ყველაზე გრძელი, ყველაზე ძვირფასი, უახლესი, ყველაზე მდიდრული იახტა”, - თქვა კაუიზერმა.


მაგრამ, მან დასძინა, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ესკალაციამ პუტინთან დაკავშირებულ ოლიგარქებსა და რუსულ ბანკებზე, ინდუსტრიაში გაყინვა გამოიწვია, გემების მშენებლები და პერსონალი შეშფოთებულნი არიან, რომ ხელფასს ვერ მიიღებენ. 


ეკიპაჟი, საწვავი და სუპერიახტის მოვლა  წელიწადში 50 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება.


რუბლის ვარდნამ და საფონდო ბირჟის დაკეტვამ რუსული ელიტის ქონება გააუფასურა, გასულ კვირას ფორბსის  მილიარდელების სიიდან რამდენიმე ადამიანი ჩამოვარდა. კაუიზერის მოლოდინით, ზოგიერთ ოლიგარქულ სუპერიახტას ბროკერების მიერ გასაყიდი ფასებით ვიხილავთ. 


თაკო კვაჭანტირაძე 


წყარო: apnews.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up