რუსულმა Тинькофф банк-მა საქართველოში ვალუტის გადარიცხვები შეაჩერა, რადგან კორესპონდენტი ბანკი გადარიცხვებს არ ამუშავებს, ამის შესახებ ინფორმაციას ТАСС-ი ავრცელებს.
„ამ დროისთვის ქართულ ბანკებში გადარიცხვები არ ხდება. ეს იმის გამოა, რომ ჩვენმა კორესპონდენტმა შეწყვიტა საქართველოში გადარიცხვების დამუშავება,“- აცხადებენ ბანკში
ბანკის ვებსაიტზე არსებული ინფორმაციით, დოლარისა და ევროს საზღვარგარეთ გადარიცხვის შესაძლებლობა კვლავ შენარჩუნებულია, მაგრამ ბანკების შეზღუდულ რაოდენობაში. დოლარის გაგზავნა შესაძლებელია აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ზოგიერთ ბანკში. ევრო - მხოლოდ ჩინეთისა და უზბეკეთის ზოგიერთ ბანკში.
ბანკის ინფორმაციით ნებისმიერი ვალუტის გადარიცხვაა შესაძლებელი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, თუმცა ბანკი მომხმარებლებს ურჩევს ხარჯების თავიდან ასაცილებლად თანხა რუბლში გადარიცხონ.
ევროკავშირმა Тинькофф-ი სანქციების მეათე პაკეტში შეიყვანა. ამის შემდეგ ბანკის აპლიკაცია წაიშალა App Store-დან.