საოჯახო მარანი Chavle ქისის ღვინის წარმოებაზე აკეთებს აქცენტს

საოჯახო მარანი Chavle ქისის ღვინის წარმოებაზე აკეთებს აქცენტს

access_time2022-05-17 16:00:20

საოჯახო მარანი Chavle (,,ჩავლე“)  წარმოებას  აფართოებს. მალე ,,საფერავთან“ ერთად გაყიდვაში ,,ქისის“ ღვინოც ჩაეშვება. პროდუქტი ახალგაზრდა მეწარმემ  ლაშა ჩავლეშვილმა 14 მაისს მთაწმინდაზე გამართულ ახალი ღვინის ფესტივალზე წარადგინა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.


საწყის ეტაპზე 1 ბოთლი ,,ქისის“  ფასი 30 ლარია.  როგორც ლაშა ჩავლეშვილი  ,,კომერსანტთან“ ამბობს, კომპანიას აქვს ჯანსაღი ამბიცია, მყარად დაიმკვიდროს ადგილი როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთ და სწორება ევროპაზე ექნებათ.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“   Telegram-ზე.

 

,,ჩვენი კომპანია ბაზარზე სულ ახლახან გამოჩნდა და ვცდილობთ, მალე მოვიპოვოთ პოპულარობა, რის გარანტიც წარმოებული პროდუქტის ხარისხი და დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებია, რაც წარმოებაში დავამკვიდრეთ. შეიძლება ითქვას, ახლა ვყალიბდებით. ამ მხრივ წარმატებული სტარტი ,,ღვინის ფესტივალი 2022“ აღმოჩნდა, სადაც ჩვენს მიერ წარმოდგენილმა ,,ქისიმ“ დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს არის კლასიკურად დაყენებული ღვინო, რომლის  ჩამოსხმა, დაყენება ფერმენტაცია ხდება კოჯორში, საოჯახო მარან ,,ჩავლეში“. ახალი პროდუქტის უპირატესობა ხარისხსა და გემურ თვისებებშია, რითაც ადგილწარმოშობის ეს ღვინო საქართველოში და ქვეყნის გარეთაც ძალიან პოპულარულია. აქცენტი უნიკალურ სახეობაზე ავიღეთ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ისევ იმკვიდრებს ადგილს ქართული ღვინის ბაზარზე. დარწმუნებული ვართ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რაშიც ქართველი და უცხოელი ღვინის მოყვარულების დარწმუნებას ძალიან მალე შევძლებთ“, - ამბობს ლაშა ჩავლეშვილი.





როგორც მეწარმე ამბობს, ამ ღვინოში წამყვანია მცენარეული არომატები, გარგარის და კომშის ტონები, მაღალალკოჰოლურია და დაძველების დიდი პოტენციალით გამოირჩევა.


რაც შეეხება  საოჯახო მარან ,,ჩავლეს“,  ორი დასახელების ღვინოს აწარმოებს - ,,საფერავი“ და ,,ქისი“. საოჯახო მარანი გამოირჩევა იმით, რომ თანამედროვე ელემენტებით არის დატვირთული, ტექნოლოგიურად დახვეწილია,  აქვს გაგრილების ახალი სისტემა და ყველა საწარმოო პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება.



ამ ეტაპზე წამოება რამდენიმე ასეულ ბოთლს შეადგენს.


,,წლიდან წლამდე ვაპირებთ გაფართოებას, გვაქვს ამბიცია, ,,ქისი“  გახდეს ძალიან კარგი ღვინო ტურისტებისთვის, რომლებსაც ადგილზე ქართული მეღვინეობის გაცნობა სურთ. როგორც აღვნიშნე, საამისოდ ამ ღვინოს აქვს   უზარმაზარი პოტენციალი. მას გააჩნია როგორც რქაწითელის, ასევე მწვანეს ბუნებრივი თვისებები, რაც  ძალიან უნიკალურ და გამორჩეულ ჯიშად აქცევს. მსოფლიოსთვის მისი გაცნობა დიდ წარმატებას მოუტანს საქართველოს, რომელიც ღვინის უნიკალური სახეობებით მუდმივად ახერხებს  წამყვანი ბაზრების ყურადღების მიქცევას და ,,ქისიც“ სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ. ფესტივალით დავიწყეთ, ვემზადებით ახალი გამოწვევებისთვის და ველით გამოხმაურებას და აღიარებას“, - ამბობს ლაშა ჩავლეშვილი ,,კომერსანტთან“ საუბრისას.


საოჯახო მარანში საწყის ეტაპზე 20 000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. როგორც ახალგაზრდა მეწარმე ამბობს, ამ თანხით მათ საწარმოს გადაიარაღება და ტექნოლოგიურად დახვეწა შეძლეს.


ცნობისთვის, ქისი  ქვევრის ღვინოა, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობით მზადდება და ერთი ბოთლი დაახლოებით  50-60 ლარი  ღირს. ამ ღვინოს კახეთის რეგიონში, ახმეტის ზონაში წურავენ. ღვინო ექვსი თვის განმავლობაში ქვევრში უნდა დადუღდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ასხამენ ბოთლებში. 


უსახელოურის და მუსკატის შემდეგ  ქისი ძვირადღირებული ღვინოების ათეულში მესამე ადგილს იკავებს.


ვაზის ეს უნიკალური ჯიში, რომელიც თანდათან დავიწყებას ეძლეოდა, ქართული ღვინის სამყარომ რამდენიმე წლის წინ ხელახლა აღმოაჩინა. მანამდე მხოლოდ სოფელ მაღრანში მცხოვრებმა მევენახეებმა და მეღვინეობა-მევენახეობის სპეციალისტებმა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ.


როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სუფრის ღვინოების გარდა ქისიდან დგება მაღალი ღირსების ყურძნის უალკოჰოლო წვენი და ნაწილობრივ გამოსადეგია აგრეთვე, როგორც ადგილობრივი მოხმარების სასუფრე ყურძენი.


ქისი პერსპექტიულია აგრეთვე ბუნებრივად ნახევრადტკბილი, მაგარი და სადესერტო ღვინოების დასაყენებლად. ქისი რთველის ჩვეულებრივ ვადებში თავისუფლად აგროვებს 26% და მეტ შაქარს და აქვს ძლიერი ჯიშური არომატი, რომელიც ისევე საჭიროა დასახელებული ტიპის ღვინოებისათვის, როგორც მაღალი შაქრიანობა.


მარი ჩიტაია









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up