საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი იმუშავებს

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი იმუშავებს

access_time2020-10-30 09:30:00

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 31 ოქტომბერს და 1 ნოემბერს იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, სადაც არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტებს ინფორმაციას მიაწვდიან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.



მედიაცენტრი სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნება. არასამთავრობო ორგანიზაციების მედია ცენტრში ბრიფინგებს გამართავენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“,“ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „მრავალეროვანი საქართველო“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი“



სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება საუბნო და საოლქო კომისიებში 1000-ზე მეტი დამკვირვებლით დააკვირდება არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 1 ნოემბერს წარმოდგენილი იქნება ხმების პარალელური დათვლის შედეგები.



საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ქვეყნის მასშტაბით 1242 საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ეყოლება. მისიის მიერ სრულად დაიფარება 3 ათასი უბანი. 877 უბანს სტატიკური და პერიმეტრის დამკვირვებლები დაფარავენ, ხოლო დარჩენილ 2123 უბანს 292 მობილური ჯგუფი მოივლის.




„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყბის მასშტაბით 400 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 100-მდე მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.



მრავალეროვანი საქართველოს 600 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება არჩევნებს მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, გარდაბანში, ნინოწმინდაში, ახალქალაქში, ასპინძაში, ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, ახმეტაში, ყვარელში, კასპში, მცხეთასა და დედაქალაქის რაიონებში - ისანში, სამგორსა და კრწანისში.



ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან: კახეთში - საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; ქვემო ქართლში - გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; სამეგრელოში - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; შიდა ქართლის რეგიონში - გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; იმერეთში, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up