საპარლამენტო დელეგაციამ  პარიზში, პლატფორმაში Globalize EU მიიღო მონაწილეობა

საპარლამენტო დელეგაციამ პარიზში, პლატფორმაში Globalize EU მიიღო მონაწილეობა

access_time2022-06-12 10:42:30

საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი, ნოდარ ტურძელაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი შედიან, პარიზში, Globalize EU პლატფორმაში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამ კონფერენციაში მონაწილეობას იღებს, საკუთარი ქვეყნის განვითარებაში მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს.

თქვენ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი, განათლებული და ინოვაციური ნაწილი ბრძანდებით, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე. ქვეყნისათვის, რომელსაც ნავთობის, გაზისა და სხვა წიაღუსეულის მდიდარი რესურსი არ გააჩნია, მთავარი ღირებულება, სწორედ, ადამიანური რესურსია, რომელთა ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილი აქ, პარიზში არის შეკრებილი და მომართულია იმისათვის, რომ შექმნას დოვლათი, განავითაროს საკუთარი ქვეყანა, რომელიც ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი და წარმატებული დიასპორელების ხელშია.

მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში შემოვედი, ჩემს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დიასპორასთან ურთიერთობა მიმაჩნდა. სწორედ ამიტომ დიასპორის კომიტეტთან აქტიურად ვთანამშრომლობ და დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობას სიამოვნებით ვიღებ.


ჩემთვის ნათელია, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი, წარმატებული დიასპორელების ხელშია. სწორედ ამიტომ, მუდმივად მინდა ვიყო დიასპორასა და მის გარეშო მიმდინარე მოვლენების კურსში, ვადევნებდე თვალყურს და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში დიასპორის ჩართულობას მხარს ვუჭერდე, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კონფერენციის Globalize EU მონაწილეებს განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა სიტყვით მიმართა.

იმ მწირი რესურსების პირობებში, რაც საქარველოს გააჩნია, სწრაფად დოვლათის შექმნის მთავარი წყარო ინოვაციები და ტექნოლოგიებია, განსაკუთრებით სტარტაპების ხელშეწყობა. სტარტაპების განათლების სისტემასთან და საუნივერსიტეტო სივრცესთან დაახლოვება მნიშვნელოვანია, რაც ახალგაზრდების ინოვატორული იდეების რეალიზებას ბიძგს მისცემს. ამ კუთხით ხელშეწყობისთვის აქტიურად ვიმუშავებთ, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პლატფორმამ Globalize EU თავი უცხოეთში მცხოვრებ 5000-ზე მეტ წარმატებულ თანამემამულეს მოუყარა. კონფერენციაში მონაწილეობა 200-მა სტარტაპერმა და მოქმედმა ბიზნესმენმა მიიღო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up