„საპარლამენტო მოსმენის ფარგლებშიც ვერ  დავადგინეთ ვისი პასუხისმგებლობაა ენერგეტიკული ბირჟის რეფორმის ჩავარდნა“

„საპარლამენტო მოსმენის ფარგლებშიც ვერ დავადგინეთ ვისი პასუხისმგებლობაა ენერგეტიკული ბირჟის რეფორმის ჩავარდნა“

access_time2021-06-08 17:00:23

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  დეპუტატებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილისგან ელექტროენერგეტიკის სექტორში, ბაზრის მიმდინარე რეფორმის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. მოსმენის გამართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცნობილი გახდა, რომ 1ივლისს დაგეგმილი ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი სტარტი 6 თვით, 2022 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. ამის თაობაზე მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია შესული.


ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის ბირჟის ამოქმედების გადადების შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი იყო. თუმცა, ეს რომ ასე მოხდებოდა, ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტთა ასოციაციამ“ დაახლოებით 1 თვის წინ განაცხადა. სხვათა შორის, სწორედ იმავე დღეს, ასოციაციის პასუხად, მოჰყვა თვალაბეიშვილის განცხადება რეფორმის დაწყების 6 თვით გადადების შესახებ.


რა მოლოდინებია ელექტროენერგეტიკის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, რა იმპულსები მოიტანა საკომიტეტო მოსმენაზე გამოთქმულმა მოსაზრებებმა, ხომ არ არის რისკი იმისა, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, შესაბამისად, ბაზრის გახსნა, ვერც 2022 წლის 1 იანვარს მოხერხდება. ამ საკითხებზე „კომერსანტი“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს, გიორგი კაპანაძეს ესაუბრა.


-              გიორგი, თქვენი ორგანიზაცია რამდენიმე თვეა ამონიტორინგებს ენერგეტიკაში მიმდინასრე პროცესებს. პრაქტიკულად, მათ შორის, თქვენი მოწოდების შედეგად დაინიშნა საპარლამენტო მოსმენა, სადაც დარგის ხელმძღვანელობამ მიმდინარე რეფორმის თაობაზე ანგარიში წარმოადგინა. რამდენად დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ეს მოსმენა თქვენთვის?


მხოლოდ ერთი მომენტის გამო შემიძლია ჩავთვალო ახლახანს გამართული საპარლამენტო მოსმენა შედეგიან მოვლენად. იმის გამო, რომ ფაქტია, ამ მოსმენის ფონზე საზოგადოებრივი ყურადღება, მათ შორის, კანონმდებელთა ყურადღება, ენერგორეფორმების მიმართ გაიზარდა და ფოკუსირდა.


 შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი დავით თვალაბეიშვილის ვერც მოხსენებამ და ვერ მით უფრო ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე მისმა პასუხებმა, სამწუხაროდ, ჩემი სასიამოვნოდ გაოცება ვერ შეძლო. ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბირჟის ამოქმედების გადადება მთელმა რიგმა ხარვეზებმა გამოიწვია. მაგრამ ვერ მოვისმინეთ, თუ ვისი პასუხიმგებლობაა ამ ხარვეზების არსებობა. ვერც ის მოვისმინეთ, რა დოზით განაპირობა ეს ხარვეზები სუბიექტურმა ფაქტორებმა და რა დოზით ობიექტურმა.  საერთოდ გაუგებარი და მიუღებელი იყო ჩემთვის, ბატონი მინისტრის მოადგილის განცხადება ბირჟის 1 იანვარს ამოქმედებაზე, როდესაც მან თქვა, რომ ფიქრობენ, რომ ეს ვადა საკმარისი იქნება, მაგრამ ან იქნება ან არა... როცა ამგვარი მიდგომაა, ცხადია, იქ ოპტიმიზმის საფუძველი საზოგადოებას ვერ ექნება.


-              როგორ მიგაჩნიათ, კონკრეტულად რა პრობლემებმა განაპირობა ენერგეტიკული ბირჟის დროულად, დათქმულ ვადაში, ვერამოქმედება, ვინ, რომელი უწყებები არის ამაში დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად.



სანამ კითხვაზე საგნობრივად გიპასუხებთ, გეტყვით, რომ, სამწუხაროდ, 2022 წლის 1 იანვარსაც დავდგებით მორიგი გადავადების წინაშე და ეს უკვე მართლაც იქნება რეფორმის მასშტაბური ჩავარდნა. თუ რატომ მაქვს ეს არასასიამოვნო მოლოდინი, ვედები მოკლედ ავხსნა.


აფბას მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დღემდე ბირჟის მონაწილეებისა და პოტენციური დილერების წინაშე უამრავი გამოწვევა, პრობლემა თუ პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.


ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი საკანონმდებლო ჩარჩო საბითუმო და საცალო ბაზრის ერთიანი, ეფექტური მუშაობისთვის.


ადგილობრივი ჰესებისთვის, განსაკუთრებით მცირე ჰესებისთვის, შეუძლებელია პროგნოზირება, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ შესაბამისი მზომები, აღრიცხვის სისტემები. პრობლემაა ქარისა და მზის ელექტროსადგურებთან მიმართებაშიც. არ არსებობს სატელიტური დაკვირვების სისტემებიც. ეს ყველაფერი შეუძლებელს ხდის ბაზრის მოათამაშეების ჩართულობას ენერგეტიკული ბირჟის ვაჭრობის სისტემაში.


სამწუხაროდ, გვაქვს ნეგატიური მოლოდინი, რომ ამ და კიდევ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება დათქმულ მომდევნო 6 თვეში ვერ მოხერხდება და როგორც, აღვნიშნე, კიდევ ერთხელ დავდგებით გადავადების მორიგი აუცილებლობის წინაშე. სხვათა შორის, მოვლენათა ასეთი განვითარება არც ბატონმა თვალაბეიშვილმა გამორიცხა, როცა განაცხადა, რომ ბირჟა სრულფასოვნად ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, როცა ევროპელ კოლეგებთან ერთად დაინახავენ, რომ დამატებითი ტესტირებების შედეგად, მეტ-ნაკლებად მაინც, იქნება კარგი შანსი, რომ გახსნის შემდეგ ბირჟა იფუნქციონირებს და იმუშავებს გამართულად. იქვე განმარტა, რომ 1 იანვრამდე პერიოდი, მართალია, აღებულია, მაგრამ შეიძლება სექტემბერშიც იყოს ეს, შეიძლება 1 იანვრამდეც, შეიძლება მოგვიანებითაც იყოს. ზუსტად ასე განაცხადა - თქვა, რომ ვნახავთ, შევხედავთ და ვნახავთ... - აბა, აქ რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?!


-              მაინც დაზუსტება უნდა გთხოვოთ - ენერგეტიკული ბირჟის ვერამოქმედებაში, ვინ, რომელი უწყებები არიან დამნაშავე.


პასუხისმგებლობას, ჩემი აზრით და ღრმა რწმენით, პირველ რიგში, უნდა გრძნობდეს საკუთრივ „ენერგეტიკული ბირჟა“ და მისი მენეჯმენტი. ვფიქრობ, მათ გაცილებით უკეთ უნდა განესაზღვრათ ბაზრის შესაძლებლობები, უნდა გაეთვალათ ბაზრის პოტენციური მონაწილეების რეალური შესაძლებლობები და ამის კვალობაზე უნდა ეკეთებინათ ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედების შესახებ ანონსები. აღარაფერს ვამბობ იმ, ჩემთვის სრულიად მიუღებელ არგუმენტზე, რაც ქალბატონმა ირინა მილორავამ მოიტანა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას, როცა განაცხადა, რომ ბირჟის ამოქმედების გადადების აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილება დიდი ხანი იყო მიღებული, მაგრამ მის გასაჯაროებას არ ჩქარობდნენ შეგნებულად, რათა ბაზრის ფიგურანტები არ მოდუნებულიყვნენ...


მოკლედ, რომ ითქვას, სამწუხაროდ, მე ვერ დავინახე, რომ ისინი საკუთარ ბრალეულობას ხედავდნენ რეფორმის დათქმულ ვადაში ვერამოქმედებაში. უფრო პირიქით, მოსმენაზე ქალბატონმა ირინამ აღნიშნა, რომ ათბალიანი შეფასებით, საკუთარ საქმიანობას 9 ბალით მაინც შეაფასებდა. მან განაცხადა, რომ  ბირჟაც, ესკოც და ელექტროსისტემაც სრულად მზად არიან, მაგრამ აი  დანარჩენი 6 თვე საჭირო გახდა ზუსტად იმ შიშების გამოსარიცხად, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, რომ დააკვირდნენ, იმპორტი როგორ მიიღებს მონაწილეობას ფასის ფორმირებაში და სხვ. 


რაც შეეხება კითხვას, თუ რა უნდა გაკეთდეს ვითარების გამოსასწორებლად და საიმისოდ, რომ 2022 წლის 1 იანვარს მაინც ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება სრულფასოვნად მოხერხდეს, გეტყვით, რომ, სამწუხაროდ, ამ ვადაში ამ ამოცანის გადაჭრა არარეალისტურია. თუნდაც ის არის გაუგებარი, თუ რატომ გადაწყდა მაინცა და მაინც 6 თვის შემდეგ, ანუ ზამთრის თვეებში ელექტროენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება. ანუ იანვარ-თებერვლის პერიოდში, მაშინ, როდესაც საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ყველაზე მწვავედ განიცდის ენერგიის წყაროების დეფიციტს. ამ დროს, ყველა ვთანხმდებით, რომ რისკები, მათ შორის საბაზრო მანიპულაციების რისკები, ერთი-ორად იზრდება. მე უბრალოდ არ მესმის, როცა თვალნათელი გახდა, რომ ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება დათქმულ ვადაში ვერაფრით ხერხდებოდა, რატომ არ იქნა გადავადების პერიოდად უფრო დიდი, მაგალითად, 1 წლიანი პერიოდი.


მართალია, გვარწმუნებენ, რომ არათუ 1 იანვარს, მანამდეც კი ამოქმედდება ბირჟა, მაგრამ ჩვენ, ვფიქრობთ, რომ ბირჟის რეალურად და სრულფასოვნად, ამოქმედება მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულზე, ყველაზე საუკეთესო ვარიანტში, მაისის თვიდან იქნება შესაძლებელი.


ახლა ფაქტია, რომ არებულია დამატებით 6 თვიანი პერიოდი. ჩვენი ორგანიზაცია, ცხადია, ამ პერიოდში გულდასმით დააკვირდება პროცესს და საკუთარ მოსაზრებებს მისი მიმდიანრეობის შესახებ, გაასაჯაროებს. აქვე ვიტყვი, რომ შედეგზე ორიენტირების თვალსაზრისით, არ იქნება ურიგო, თუ პრაქტიკაში ისე ჩამოყალიბდება, რომ ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებამდე, თუნდაც ყოველთვიურ რეჟიმში, ბირჟის მენეჯმენტმა საზოგადოებას საჯაროდ წარმოუდინოს თვიურ ჭრილში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში. ასე გაცილებით გამჭვირვალე გახდება პროცესი, ვითარების რეალურად შეფასებაც გაიოლდება და დავინახავთ, რომ ბირჟა და მისი დამფუძნებელი სახემწიფო კომპანიები (სსე და ესკო) რეალურად გრძნობენ თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up