საპარტნიორო ფონდი ქვეყნის ხელშემწყობ საწარმოდ უნდა ჩამოყალიბდეს - ფონდი რეფორმის მოლოდინში

საპარტნიორო ფონდი ქვეყნის ხელშემწყობ საწარმოდ უნდა ჩამოყალიბდეს - ფონდი რეფორმის მოლოდინში

access_time2022-09-16 12:00:13

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის რეფორმაც მოხდება. ფონდის რეფორმა მთავრობამ დიდი ხანია დაანონსა, თუმცა ამ დრომდე კონკრეტიკა არ არსებობს. 


როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რეფორმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდიდან საქართველოს რკინიგზა  და სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაცია გამოვლენ, ხოლო თავად ფონდი ინვესტიციების ხელშეწყობით დაკავდება. 


„საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება და ის მსხვილი საწარმოები როგორიცაა საქართველოს რკინიგზა და სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაცია - ეს კომპანიები გამოვლენ საპარტნიორო ფონდიდან და იქნებიან  იგივე სტატუსის მატარებლები, როგორც სხვა სახელმწიფო კომპანიები.


თვითონ საპარტნიორო ფონდი განსხვავებული მოდელით იმუშავებს, თუმცა მისი მთავარი მიზანი არ იცვლება - მიზანი ინვესტიციების ხელშეწყობაა და ამ კუთხით მან უკვე უნდა მოიზიდოს სხვა ინვესტორები რომლებიც მის აქტივებთან ერთად დამატებით რესურსს მოიტანენ ქვეყანაში და ამავდროულად უზრუნველყოფენ იმ სხვადასხვა მიმართულებების საინვესტიციო დახმარებას, თანადაფინანსებას, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს მომდევნო წლებში.  საპარტნიორო ფონდიც იქნება ერთ-ერთი საწარმო რომლიც გაივლის რეფორმაც და ქვეყნის ხელშემწყობ საწარმოდ ჩამოყალიბდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.



აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2011 წელს დაფუძნდა, თუმცა ამ წლების განმავლობაში არ მომხდარა ფონდის არანაირი განახლება ან მისი სტრუქტურული სახეცვლილება. აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ ფორმატის, საქმიანობისა და მანდატის ცვლილების შესახებ საკითხი ჯერ კიდევ წლების წინ ფონდის მიერაა ინიცირებული.


„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ქვეყანაშია, ფონდისთვის პრიორიტეტული ექსპორტზე ორიენტირებული და მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაფინანსება უნდა გახდეს, რომელთა დაფინანსების წყაროებს ფონდი თავად მოიზიდავს. ასევე, უმნიშვნელოვანესია, ფონდს ჰქონდეს მეტი მოქნილობა იმისათვის, რომ ინვესტორებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით, განავითაროს ეკონომიკის ის დარგები და მიმართულებები, რომლებიც დღეს ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის, ან საერთოდ არ არის დაფინანსებული. შესაბამისად „საპარტნიორო ფონდმა“, როგორც სახელწიფო საფინანსო ინსტიტუტმა, უნდა უპასუხოს ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებულ გამოწვევებს, უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის კი საჭიროა მისი რეფორმირება“,  აღნიშნულია რამდენიმე თვის წინ თავად ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


„საპარტნიორო ფონდის“ აქტივები მისი უკანასკნელი ანგარიშგების თანახმად, 4.6 მილიარდი ლარი, ვალდებულებები კი 3.17 მილიარდი ლარია. ამჟამად ფონდის საკუთრებაში ორი მსხვილი საწარმოა, ესენია საქართველოს რკინიგზა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. 2020 წელს ფონდის კონსოლიდირებული შემოსავალი 1.49 მილიარდი ლარი, ზარალი კი 196 მილიონი ლარი იყო. წარსულში ფონდის საკუთრებაში ასევე შედიოდა სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და თელასის 25%-იანი წილი.

შეგახსენებთ, რომ 2013-2015 წლებში მთავრობა საპარტნიორო ფონდის რებრენდინგს და „საქართველოს განვითარების ბანკის“ დაფუძნებას განიხილავდა, მაგრამ ეს ინიციატივა არ განხორციელდა.

თავად საპარტნიორო ფონდმა 2015-2020 წლებში 1.34 მილიარდი ლარის ზარალი განიცადა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up