საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გაყიდვას გეგმავს. როდის – არ იციან

საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გაყიდვას გეგმავს. როდის – არ იციან

access_time2022-06-09 11:00:52

საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გაყიდვას ისევ შეეცდება, ამჯერად მეოთხედ. სახელმწიფო საინვესტიციო ფონდში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ 3 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ობიექტს აუქციონზე კვლავ გამოიტანენ, თუმცა არ იციან როდის.

 

ფონდში აცხადებენ, რომ პანდემიის დროს სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ძალიან რთული იყო. ამიტომ ლოგიკურად მიაჩნიათ ის, რომ სასტუმროს გასხვისება ვერ მოხერხდა. მათი თქმით, ახლა ტურისტულ სექტორში ინტერესი იზრდება, შესაბამისად იგეგმება „ბორჯომი-ლიკანის“ აუქციონზე გამოტანა.

 

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი პირველად 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მაშინ ობიექტის საწყისი ღირებულება 37 565 408 აშშ დოლარს შეადგენდა. მეორე აუქციონი 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა, ქონების შესყიდვის მინიმალური ფასი 30 052 326 აშშ დოლარს შეადგენდა. მესამე აუქციონი გასულ წლის ივნისში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ აუქციონთან შედარებით ფასი თითქმის $13 მლნ–ით ნაკლები იყო ($24 041 861), ინვესტორები ობიექტით არ დაინტერესდნენ. 

 


აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი 4 წელია ვერ ახერხებს ბიზნესი მომგებიანი იყოს. 2019 წლის აუდიტორული ანგარიშის თანახმად, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ზარალი 2016 წელს 12,3 მილიონი ლარი იყო, 2017- ში 4,4 , 2018 - ში სასტუმრომ 4,5 მილიონი ლარის ზარალი განიცადა. 2019 წელს ზარალი 9.9 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2020 წელს 4,5.

 

ბორჯომ-ლიკანის კურორტის ტერიტორიაზე სასტუმრო 2015 წელს გაიხსნა. „საპარტნიორო ფონდისა“ და ყაზახური კომპანია „KazMunaiGaz Service“-ის ერთობლივი პროექტი იყო, თუმცა 2018 წელს ქართულმა მხარემ პარტნიორებისგან 50%-იანი წილი გამოისყიდა და 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად სასტუმრო „Rixos“-ის ბრენდის სახელით ოპერირებდა, თუმცა 2018 წელს საერთაშორისო ბრენდმა ბორჯომი დატოვა. „ბორჯომი ლიკანის“ საკუთრებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 151 ნომერს აერთიანებს.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up