„საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ინდივიდუალური მოგება 3.7 მლნ ლარია, ხოლო საოპერაციო - 9.8 მლნ ლარი

„საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ინდივიდუალური მოგება 3.7 მლნ ლარია, ხოლო საოპერაციო - 9.8 მლნ ლარი

access_time2021-12-27 21:15:30

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ, ე.წ დიდი ოთხეულის წევრმა KPMG-იმ „საპარტნიორო ფონდის“ 2020 წლის ფინანსური აუდიტი დაასრულა, დასკვნის თანახმად, „საპარტნიორო ფონდის“ კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ფონდის შემოსავლები 16%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება თითქმის გაორმაგდა და 213 მილიონ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიუხედავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით „საპარტნიორო ფონდის“ შეზღუდული საინვესტიციო აქტივობისა და პანდემიისა, რომელმაც ყველა ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა, ფონდმა 2020 წელი მოგებით დაასრულა.

„საპარტნიორო ფონდის“ წმინდა მოგებამ 3.7 მლნ ლარი, ხოლო საოპერაციო მოგებამ - 9.8 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, ფონდის კონსოლიდირებული ანგარიშგება გულისხმობს როგორც ფონდის, აგრეთვე - მისი შვილობილი კომპანიების „გაერთიანებულ“ ანგარიშგებას. აღსანიშნავია, რომ კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ხარჯები რომ არა, 2020 წელს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, წმინდა მოგება 133.8 მლნ ლარი დაფიქსირდებოდა.

2012 წლიდან დღემდე ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ჯამური ღირებულება $2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ფონდის თანამონაწილეობა $300 მილიონი აშშ დოლარია - ანუ ფონდმა შეძლო, მის მიერ საშუალოდ ინვესტირებულ 1 აშშ დოლარზე $8 აშშ დოლარის ოდენობის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოეზიდა. „საპარტნიორო ფონდის“ საშუალო ამონაგები ინვესტირებულ კაპიტალზე კი შეადგენს 15%-ს. ფონდის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფონდი ყოველწლიურად საშუალოდ 17 მლნ ლარის ინვესტიციებს ახორციელებს და დაახლოებით 20.5 მლნ ლარის უკუგებას იღებს ინვესტიციებიდან. ზემოაღნიშნული ინვესტიციები განხორციელდა ფონდის მიერ 2018 წლამდე დამტკიცებული პროექტების ფარგლებში.


„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ პროექტებსა და ფონდში შემავალ სახელმწიფო შვილობილ კომპანიებში დასაქმებულია 15,000-მდე თანამშრომელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ფონდის პროექტებისა და მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით ყოველწლიურად ბიუჯეტში 200 მლნ ლარზე მეტი შედის.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია KPMG-ის დასკვნის მიხედვით, 2019 წელი „საპარტნიორო ფონდმა“ 70.9 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, მათ შორის, 44 მილიონი ლარი ფონდის საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული წმინდა მოგება იყო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up