,,საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ-საქართველომ“ და USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში“  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ რუხში ნახშირის საწარმო გახსნეს

,,საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ-საქართველომ“ და USAID-ის პროექტმა „ზრდა საქართველოში“ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ რუხში ნახშირის საწარმო გახსნეს

access_time2021-10-28 14:50:52

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში,  „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმო,  „ეკო ტექნოლოჯი“ გაიხსნა, რომელიც  თხილის ნაჭუჭისგან დამზადებული ნახშირის ინოვაციური წარმოებას გულისხმობს და ქვეყნის მასშტაბით ანალოგი არ აქვს.

 

საწარმო ოფიციალურად გახსნეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელძემ, USAID/საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილემ, დევიდ ჰოფმანმა, „სტარტაპ-სართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ  და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“  ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭუმბურიძემ.

 

„ჩემთვის ამ საწარმოს გახსნა ორმაგად სასიხარულო და დასაფასებელია, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზე, საზღვრისპირა  სოფელში, რუხში, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს , ინოვაციურს ,  ადგილობრივი პროდუქციით დამზადებულ- ნახშირს აწარმოებენ და საწარმოში გალის მაცხოვრებლები დასაქმდებიან. რამდენიმე ოჯახი უკვე მუშაობს და საუბარია კიდევ ხუთ ოჯახზე, რომლებიც გალიდან გადმოვლენ , იმუშავებენ და დაბრუნდებიან უკან.

ვფიქრობ რომ ჩვენი პრობლემის  გადაწყვეტას აფხაზეთის და სამაჩაბლოს  რეგიონებში  მხოლოდ მშვიდობით და  ეკონომიკური განვითარების გზით შევძლებთ. დიდი მადლობა USAID-ს , რომელმაც „სტარტაპ-საქართველოსთან“ ერთად ხუთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან განახორციელა“. -აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

 


თხილის ნაჭუჭის გადამუშავებისაგან მიღებული, მაღალი ხარისხის ნახშირის საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, სრულიად უსაფრთხო, ეკონომიური, არ აქვს სპეციფიკური სუნი, არ წარმოშობს კვამლს და იწვის 50%-ით მეტ ხანს, ვიდრე ჩვეულებრივი ნახშირი. 

აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის ნახშირი ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება. საწარმოში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება. 

2019-2021 წლებში, სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა, რომელთა განხორციელებისთვის გაწეულმა ინვესტიციამ 1,500.000 ლარზე მეტი შეადგინა.

 

„ზუსტად ორი წლის წინ, აქ, ამ სოფელში დავაანონსეთ ერთობლივი პროექტი, რომელიც რეგიონში ეკონომიკის განვითარებას და ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობდა. მიხარია, რომ ამ დროში შევძელით ორი საწარმოს აშენება, რომლებიც  მეტ ინოვაციასა და კეთილდღეობას მოუტანს სამეგრელოს, როგორც ეკონომიკური, ასევე - სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შეიქმნება მინიმუმ 40 ახალი სამუშაო ადგილი. მადლობა USAID-ს და „ზრდას“ საუკეთესო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის,“ აღნიშნა „სტარტაპ-სქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ.

 

„სტარტაპ-სართველოსა“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ თანამშრომლობის მიზანია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი შემოსავლების ზრდა  და დასაქმების ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდისა“ დაUSAID/საქართველოს დელეგაცია  ეწვია „სტარტაპ-საქართველოს“ და პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილ რძის გადამამუშავებელ საწარმოს „მეგრული“, რომელიც ასევე სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრში მდებარეობს. საწარმოში მიმდინარე სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up