„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებაზე სსფ-ს განცხადება გაუგებარია - გიორგი კაპანაძე

„საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებაზე სსფ-ს განცხადება გაუგებარია - გიორგი კაპანაძე

access_time2021-12-29 13:44:29

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბას) პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირებასთან დაკავშირებით გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას ისაუბრა.


ცნობილია, რომ  საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საჯარო კორპორაციების რეფორმის სტრატეგიის პროექტი“ მოამზადა.დოკუმენტში ჩნდება ჩანაწერი,სადაც განმარტებულია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ არაკომერციულ სტრუქტურად უნდა გარდაიქმნას. ასევე აღნიშნულია, რომ ეს პროექტი გამოიწვევს ძალიან დიდ დისკუსიას და ფართო მსჯელობის საგანი გახდება.


 „მიმდინარეობს „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია,რომ მისი საქმიანობა მის არსებითად არაკომერციულ ხასიათს შეესაბამებოდეს“-აღნიშნულია სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.


კაპანაძე აცხადებს, რომ მისთვის სავალუტო ფონდის ეს განცხადება პრაქტიკულად გაუგებარია.



„საპარტნიორო ფონდის წესდებაში წერია, რომ  ფონდი უნდა იყოს კომერციული და მომგებიანი. შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა სავალუტო ფონდმა, ერთი ხელის მოსმით შეეცვალა  ფონდის სტრუქტურა.


20 დეკემბერს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ფონდი არ დაფინანსდება ბიუჯეტიდან. პირადად მეც მიმაჩნია, რომ ფონდი რომელიც მომგებიანი და მომავალშიც შეუძლია ასე გააგრძელოს საქმიანობა არ უნდა დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, იგივეს აცხადებენ ექსპერტები და სფეროს სპეციალისტები. გამოდის, რომ მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს განსხვავებული პოზიცია.


ეს გადაწყვეტილება არასწორი მგონია და იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ დოკუმენტში მოხვდა და ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება. „საპარტნიორო ფონდი“ მომგებიანია, ახლახანს ინფორმაციაც გამოქვეყნდა და მეც აღვნიშნავ, რომ მისმა ინდივიდუალურმა მოგებამ  პანდემიურ წელს შეადგინა 3.9 მილიონი ლარი,საოპერაციო მოგებამ - 9.8 მილიონი ლარი. 2019 წელს, პანდემიამდე, ფონდის მოგება 70 მილიონი ლარი იყო.  გარდა ამისა, საინტერესოა ის, რომ ყოველ დახარჯულ 1 აშშ დოლარზე  ახერხებს 8 აშშ დოლარის ადგილობრივი და უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს,“-აცხადებს კაპანაძე.


აფბას პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ  „საპარტნიორო ფონდის“ გადაყვანა არაკომერციულ ნაწილზე არ მოხდება, რადგან საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მომგებიან ფონდს საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაიყვანს. 


„ჩვენ არ გვაქვს იმხელა საბიუჯეტო  ხარჯები, რომ მომგებიანი ფონდი ბიუჯეტის დაფინანსების წყაროდ ვაქციოდ,“-აცხადებს კაპანაძე.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up