საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

access_time2021-10-01 13:40:00

საპარტნიორო ფონდი რეორგანიზაციის წლის ბოლოსთვის დასრულებას პროგნოზირებს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, რეფორმების ფარგლებში გადაიხედება რამდენიმე საკვანძო საკითხი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფონდის დაფინასების წყაროა. ასევე, განიხილება რა მიმართულების პროექტებს უნდა აფინანსებდეს საპარტნიორო ფონდი და რა უნდა იყოს დაფინასების მინიმალური ზღვარი.



დავით საგანელიძის განმარტებით, იგივე საკითხები იქნება განხილვის თემა პარლამენტშიც, საშემოდგომო სესიაზე და საპარტნიორო ფონდი მომავალი წლიდან საქმინობას ახალი სტრატეგიით და ახალი ფორმით გააგრძელებს.



ბოლო ორი წელია ფონდს ახალ პროექტებში შესვლის უფლება შეჩერებული აქვს, რეფორმების რეკომენდაცია კი მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მისცა.



„დღეს სხვა გამოწვევები და სხვა მოთხოვნებია, სხვა სტანდარტებია, რომელსაც ქვეყნის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი უნდა აკმაყოფილებდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ 2010 წელს შექმნილი ფონდის სტრუქტურით ვმუშაობდით, სწორედ ამან გამოიწვია რეფორმების აუცილებლობა,“ - განმარტავს „ბიზნესპარტნიორთან“ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.




მისი განმარტებით, ფონდის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განიხილება სხვადასხვა მიმართულება.



„მიდის მსჯელობა ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ჩვენს შვილობილ სტრუქტურებად ითვლება - მათი დივიდენდები უნდა იყოს შემოსული თუ ეს შემოსავლები მიდიოდეს პირდაპირ ბიუჯეტში, ჩვენ კი უკვე ფიქსირებულად პირდაპირ ბიუჯეტიდან ვიღებდეთ თახნხას? ეს საკითხები იქნება განხილვის თემა წელს პარლამენტშიც. საშემოდგომე სესიაზე შეტანილია საპარტნიორო ფონდის რეფორმირების კანონპროექტში ცვლილებები, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, უფრო მაღალი მოთხოვნები დავუყენოთ ფონდს, იმაზე მაღალი, ვიდრე მას აქამდე ჰქონდა“, - საუბრობს დავით საგანელიძე.



მისივე ინფორმაციით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფონდმა დაახლოებით 280 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, გარედან მოზიდული თანხა კი 2 მლრდ დოლარს შეადგენს.



„განხორციელებულმა პროექტებმა ჩვენ ათი ათასობით ადამიანის დასაქმების, ათეულობით მილიარდი დოლარის ბიუჯეტში შეტანის და ახალი ტექნოლოგიების წარმოების შექმნის შესაძლებლობა მოგვცა. ბოლო 2 წელია, რაც, სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, საპარტნიორო ფონდს ახალ პროექტებში შესვლის უფლება შეჩერებული აქვს, რეფორმირების შემდეგ კი, მჯერა, ძალიან ბევრი ახალი პროექტით გავახარებთ ჩვენს მოსახლეობას“, - განმარტავს საგანელიძე.



აღმასრულებელი დირექტორის მოლოდინებით, საპარტნიორო ფონდი მომავალი წლიდან საქმინობას ახალი სტრატეგიით და ახალი ფორმით გააგრძელებს.



business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up