„საპარტნიორო ფონდმა“  იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

„საპარტნიორო ფონდმა“ იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ცალი პირბადე გადასცა

access_time2020-06-04 13:05:00

„საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერის აქციას განაგრძობს. ამჯერად ფონდმა ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის მიერ ფონდისთვის მეგობრობის ნიშნად გამოგზავილი 10 000 ცალი პირბადე გადასცა.


სამედიცინო პირბადეები ცენტრს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური მხარის წარმომადგენლებთან და იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად გადასცა.


„დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მხარდაჭერა, რომელიც Covid 19-თან დაკავშირებით გამოიკვეთა საქართველოს მეგობარი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ამჯერად ქუთაისში, იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადავეცით ჩვენი ჩინელი მეგობრების მიერ გამოგზავნილი პირბადეები და თერმოსკრინინგისათვის საჭირო აპარატურა, რომელიც ძიანგსის პროვინციის მთავრობისა და ამავე პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ხელმძღვანელობის მიერ არის გამოგზავნილი. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში, ჩვენს ექიმებს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.


„ძიანგსისა და იმერეთის რეგიონებს შორის ურთიერთობას 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი და ეს „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივა იყო. მადლობას ვუხდი ფონდს, ძიანგსის პროვინციის მთავრობას, აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიას იმერეთის რეგიონისადმი გამოჩენილი თანადგომისთვის. დღეს მათგან საჩუქრად მივიღეთ 10000 პირბადე, რომლებიც გადავეცით იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრს და მთელი რეგიონის მასშტაბით დაურიგდებათ სამედიცინო დაწესებულებებს,“ განაცხადა იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.



„პირბადეები და სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა, რომლებიც დღეს საჩუქრად გადმოგვეცა, გამოყენებული იქნება პირველადი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მადლობას ვუხდით იმერეთთან დამეგობრებულ ძიანგსის რეგიონის წარმომადგენლობას და „საპარტნიორო ფონდს“ იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიჩინეს,“ განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს დირექტორმა გოჩა გიორგიძემ.


შეგახსენებთ, გასულ თვეში „საპარტნიორო ფონდმა“ აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკასა და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად გადასცა ჩინეთის განსუს პროვინციის მიერ „საპარტნიორო ფონდისადმი“ მეგობრობის ნიშნად გადმოცემული სამედიცინო ეკიპირების კომპლექტები. გასულ კვირას „საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში, მისი მხარდაჭერით შექმნილი სამედიცინო პირბადეების საწარმოს პირველი პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თამაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად, სომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა. საქართველოში წარმოებული 1000 სამედიცინო პირბადე დავით საგანელიძემ საჩუქრად იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრსაც გადასცა.


„საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციებს სამომავლოდაც გეგმავს.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up