საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციას 7%-ით ჯობნის, რაც დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია - მელიქიძე სურგულაძეს პასუხობს

საპენსიო ფონდის მომგებიანობა ინფლაციას 7%-ით ჯობნის, რაც დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია - მელიქიძე სურგულაძეს პასუხობს

access_time2021-11-08 10:00:07

საპენსიო ფონდის მომგებიანობა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე შეადგენდა 24.5%-ს, ამავე პერიოდში ინფლაციის ცვლილება 17.8%, ხოლო ლარის კურსის ცვლილება აშშ დოლართან მიმართებაში 18.24% იყო.


საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ფინანსისტმა ლევან სურგულაძემ „კომერსანტთან” აღნიშნა, რომ თუ ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა, საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება.


„ბანკებში მათ აქვთ საშუალოდ 11-11.2% ამონაგები, იმიტომ რომ ნაწილი არის სადეპოზიტო სერთიფიკატებში, სადაც პროცენტი უფრო მაღალია, ნაწილი დეპოზიტებზე, მესამე ნაწილი კი ჯერ არ არის შეთანხმებული ბანკთან, თუ სად დაიდება. ამათი საშუალო დაახლოებით 11,2%-ია. საზღვარგარეთ ინფლაციისგან თავის დასაცავათ არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც ინფლაციაზეა მიბმული ე.წ. ინფლაციური ბონდები. როდესაც ინფლაცია იმატებს, ამ ბონდებზე ამონაგები იმატებს, რაც შეეხება ჩვენს შემთხვევას, კონტრაქტების ნაწილის მიხედვით, რომლებიც ბანკებთან არის დადებული, სარგებელი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე. რეფინანსირების განაკვეთს კი ზრდიან როდესაც ინფლაციას ებრძვიან, მაგრამ ინფლაცია ბევრად მეტად გაიზარდა. მართალია 2019 წლიდან ინფლაცია დაბალი იყო და საპენსიო სააგენტოს ამონაგები მაღალი გამოდიოდა, მაგრამ ბოლო კვარტალში მინუსში იყვნენ. თუ ასეთი ორნიშნა ინფლაცია გაგრძელდა საპენსიო ფონდის ამონაგები მინუსში იქნება. ასევე, პროფესიონალი ფინანსისტები საუბრობენ წლიურ სარგებელზე და არა დაარსებიდან...


ამონაგებზე მოქმედებს ლარის კურსიც და თავდაპირველად ჩვენ ვგეგმავდით, რომ, კანონით დაშვებული 20% გადაგვეტანა დოლარში დენომინირებულ დეპოზიტებზე, მაშინ საპროცენტო განაკვეთები დოლარში შედარებით მაღალი იყო, დაახლოებით 5-6%-ს უტოლდებოდა და ეს რომ გაკეთებულიყო დღეს ფონდში დაახლოებით 40 მლნ. ლარით მეტი იქნებოდა”, - ამბობს ლევან სურგულაძე.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა მოლოდინები აქვს საპენსიო ფონდს ამ საკითხთან დაკავშირებით და არსებობს თუ არა ინსტრუმენტები ფონდში აკუმულირებული ფულის ინფლაციის გავლენებისგან დასაცავად. საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ფონდის (რეფორმის) გაშვების დღიდან მთელი ამ საინვესტიციო პერიოდის მანძილზე ინფლაციას 7%-ით ჯობნის საპენსიო ფონდის მომგებიანობა, რაც პანდემიის პირობებში დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელია.



„2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე (2 ნოემბრამდე) საპენსიო ფონდის მომგებიანობა არის 29.1%, ხოლო ანალოგიურ პერიოდზე ინფლაცია არის 22.1%, ხოლო ლარის გაუფასურება ანალოგიურ პერიოდზე არის 18.6%. გამოდის, რომ ფონდის (რეფორმის) გაშვების დღიდან (მთელი ამ საინვესტიციო პერიოდის მანძილზე) ინფლაციას 7%-ით ჯობნის საპენსიო ფონდის მომგებიანობა. თუ გავითვალისწინებთ პანდემიურ მდგომარეობას, ასევე იმ ფაქტორს, რომ რეფორმა არის საკმაოდ ახალი, მიღწეული ფინანსური შედეგები არის საკმაოდ დამაკმაყოფილებელი.


ჩვენი საინვესტიციო მიზანი არის, რომ, საინვესტიციო პერიოდის მანძილზე, ინფლაციას მაქსიმალურად ვაჯობოთ ამონაგებით - სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ მაქსიმალურად დავამარცხოთ ინფლაცია. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოშიც და საქართელოშიც გვაქვს ინფლაციური ფონი ჩვენ პორთფელის მინიმუმ 33%-ს ვინარჩუნებთ ცვალებად საპროცენტო განაკვეთში, რომელიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე (ანუ ინფლაციაზე), ხოლო დანარჩენი 67%-ით მაქსიმალურად ვყიდულობთ მაღალ საპროცენტო განაკვეთს, რათა ვისარგებლოთ ამ მაღალი საპროცენტო განაკვეთების პერიოდით და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვიყიდოთ მაღალი საპროცენტო განაკვეთი. ჩვენ თუ დავინახეთ, რომ მომდევნო წლის მეორე ნახევრიდან ინფლაციამ დასტაბილურება დაიწყო, (რისი მაღალი მოლოდინიც არსებობს) შედეგად მივიღებთ მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ინტუმენტებს პორთფელში. იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ ინფლაციამ კლება არ განიცადა, მაშინ ჩვენ სხვა დამატებით შემოდინებებსაც გადავიტანთ ცვალებად საპროცენტო განაკვეთში, იმისათვის რომ გაყვეს ინფლაციას.


შეჯამებისთვის, ინფლაციის დაზღვევა ხდება 3 გზით: 1) მაკროეკონომიკური სურათის დეტალური გაანალიზებით/შეფასებით და ინფლაციური ფონის დეტალურად შესწავლით 2) შესაბამისად საინვესტიციო პორთფელის 2/3-ით მაღალი ფიქსირებული საპროცენტო გაკანვეთის შეძენით (რომელიც აღემატება ინფლაციას), ხოლო დანარჩენი 1/3-ის შენარჩეუნებით ცვალებად საპროცენტო განაკვეთში, რომელიც დაყვება სისტემურ ინფლაციას“, - განმარტა გოგა მელქაძემ.


ორნიშნა ინფლაციას დროებით მოვლენად თვლიან ეროვნულ ბანკშიც და „კომერსანტთან“ აღნიშნავენ, რომ ინვესტიციები ინფლაციის მიმართ დაცულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.


„ორნიშნა ინფლაცია დროებითია. თუმცა, ზოგადად, მაღალი ინფლაცია ნიშნავს საშუალოვადიან პერიოდში მაღალ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს ლარის აქტივებზე (დეპოზტებზე, ფასიან ქაღალდებზე). შესაბამისად ინვესტიციები ინფლაციის მიმართ დაცულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში. საპენსიო ფონდი კი სწორედ გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი“, - განმარტეს ეროვნულ ბანკში.


აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა. სებ-ის შეფასებით, არსებული განაკვეთი საკმარისია, რათა 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფლაციის დონე შემცირდეს და ის ეტაპობრივად 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდეს. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ 12.3%-იან ინფლაციაში საგარეო ფაქტორებზე 8 პროცენტული პუნქტი მოდის, ანუ გარე ფაქტორები ამ ეტაპზე არსებული რეკორდულად მაღალი ინფლაციის ძირითადი მიზეზია.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up