საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტს „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო) განახორციელებს. დამოუკიდებელი აუდიტორი დღეს საკონკურსო კომისიამ შეარჩია, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებების გახსნის შემდეგ, კომისიამ არჩევანი აღნიშნულ კომპანიაზე შეაჩერა.
კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: „დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ („Ernst & Young Global Limited“), „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო).
როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-მ განახორციელა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.