საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის მარტის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის მარტის ჩათვლით 43.31%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 4.28% შეადგინა.
2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.24 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 492 მილიონი ლარია.
დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3273 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,712,552.41 ლარს შეადგენს.
„გრძელდება პორტფელის დივერსიფიკაცია და 22 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელი შემდეგნაირად გამოიყურება:
სააგენტომ ამ პერიოდში ინვესტირება განახორციელა თიბისი ლიზინგის 3-წლიან ვადიანობის კორპორაციულ ობლიგაციებში 7.96 მილიონი ლარის ოდენობით. ობლიგაციის კუპონის განაკვეთი 3-თვიან TIBR + 3.00% შეადგენს (ყიდვის მომენტში 14.15%). აღსანიშნავია, რომ მოცემულ ემისიაში ინვესტიცია რიგით მე-2 ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირებაა.
ამავდროულად, საპენსიო სააგენტო განაგრძობს აქტივების გლობალურ დივერსიფიკაციას და პირველი კვარტლის განმავლობაში განვითარებული ეკონომიკების ინდექსის ფონდთან ერთად შეიძინა დამატებითი გლობალური ინდექსების ფონდები. შედეგად, გლობალურ აქციებში ინვესტირების წილმა საპენსიო აქტივების 10%-ს გადააჭარბა და მომავალშიც ზრდა იგეგმება“, - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ანგარიშში.