საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის იანვრის ჩათვლით 41.85%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.66% შეადგინა.
2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.05 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 460 მილიონი ლარია. ამ დროისთვის ფონდის მონაწილეთა რაოდენობა 1.195 მლნ პირია.
ყველაზე მაღალი სარგებელი აქტივებს ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში ერიცხება, რაც წლიური 14,6%, შემდეგია ვადიანი ანაბრები და სადეპოზიტო სერტიფიკატები - წლიური 11.9%-იანი სარგებლით და მიმდინარე ანგარიში 10.6%-ით. საქართველოს სახაზინო ობლიგაციებს 8.8%, ხოლო ევროობლიგაციებს 5.6% ერიცხება.