საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო დოკუმენტი მედიის წარმომადგენლებს გააცნო, პანდემიის გამო საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ ოლივიერ რუსსომ ონლაინ მიმართა დამსწრეებს. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
„ჩემს კოლოგებთან, საინვესტიციო საბჭოს წევრებთან ერთად, დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს.
როგორც მოგეხსენებათ, საინვესტიციო საბჭო ძირითადად შედგება უცხოელი წევრებისგან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება ინვესტიციებისა და აქტივების მართვის სფეროში.
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცება არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის და დოკუმენტის კანონთან შესაბამისობა შემოწმებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას ნაკლებად რისკიანი პორტფელის საშუალებით მაღალი რეალური ამონაგების მისაღწევად.
ეს დოკუმენტი საინვესტიციო სამსახურისა და საპენსიო სააგენტოს სხვა ქვედანაყოფების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. განსაკუთრებით, მადლობა მინდა გადავუხადო გოგა მელიქიძეს, ჩვენს უფროს საინვესტიციო ოფიცერს, ლევან ვერძეულს, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილესა და ბაქარ მარუაშვილს, მთავარი რისკის ოფიცერს.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საპენსიო სააგენტოს სხვა გუნდებიც. მინდა გამოვყო საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე და მადლობა გადავუხადო დახმარებისა და მუდმივი თანამშრომლობისთვის.
ვისურვებდი, რომ პირადად ვყოფილიყავი ამ მნიშვნელოვანი დღის მონაწილე, რაც სამწუხაროდ, შეუძლებელია გასაგები მიზეზების გამო. თუმცა, მოხარული ვარ, რომ საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი ჟან-ფრედერიკ პოლსენი და საინვესტიციო სამსახური არიან თქვენთან, რათა წარმოადგინონ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.“ – აცხადებს ოლივიერ რუსსო.